ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ახალი საგანმანათლებლო რესურსის პრეზენტაცია გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ახალი საგანმანათლებლო რესურსის პრეზენტაცია გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის“ ფარგლებში, სკოლამდელი განათლების პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით შექმნილი ახალი საგანმანათლებლო რესურსის პრეზ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის“ ფარგლებში, სკოლამდელი განათლების პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით შექმნილი ახალი საგანმანათლებლო რესურსის პრეზ…

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის“ ფარგლებში, სკოლამდელი განათლების პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით შექმნილი ახალი საგანმანათლებლო რესურსის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და საგნობრივი ექსპერტები.

ახალი მეთოდური რესურსი შექმნილია ზღაპრის სტილში და წარმოადგენს ქაღალდის თეატრის „კამიშიბაის“ ფორმატის ორიგინალურ ვერსიას. მასში გამოყენებულია მულტიმოდალური თხრობის ფორმატი, ინტეგრირებულია „კამიშიბაის“ ტრადიციისთვის დამახასიათებელი ვიზუალური, ვერბალური და მუსიკალური კომპონენტები.

„კამიშიბაი“ ხელს უწყობს ადრეული წიგნიერების განვითარებას, ბავშვების კოგნიტური, ენობრივი და ემოციური განვითარების მხარდაჭერას, კითხვისადმი ინტერესის გაღრმავებასა და თხრობის კულტურის ჩამოყალიბებას.

ახალი რესურსის ინტეგრირება ტრენინგმოდულში „ამბის თხრობა ადრეული პედაგოგიკის განვითარებისთვის“ საბავშვო ბაღების საგანმანათლებლო პერსონალს დაეხმარება ამბის სტრუქტურირების, ინტერაქციული საგანმანათლებლო პროცესის წარმართვის, აუდიტორიის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში.

რესურსის გამოყენება სასარგებლო იქნება არა მხოლოდ სკოლამდელი განათლების, არამედ ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზეც.

სასწავლო რესურსის შექმნაზე მუშაობდნენ ტექსტის ავტორი — „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის“ კონსულტანტი თამარ თოლორაია, ფსიქოლოგი ქეთევან ოსიაშვილი, კომპოზიტორი თამარ ჟორდანია და მხატვარი ზაირა ბეჭვაია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს