ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 8

დაჭრილ მებრძოლთა კვირეული ოფიციალურად გაიხსნა

დაჭრილ მებრძოლთა კვირეული ოფიციალურად გაიხსნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თავდაცვის უწყება 30 ივნისს დაჭრილ მებრძოლთა დღეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ჩატარდა. დაჭრილ მებრძოლებს კვირეულის გახსნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცა. მინ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თავდაცვის უწყება 30 ივნისს დაჭრილ მებრძოლთა დღეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ჩატარდა. დაჭრილ მებრძოლებს კვირეულის გახსნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცა. მინ…

თავდაცვის უწყება 30 ივნისს დაჭრილ მებრძოლთა დღეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ჩატარდა. დაჭრილ მებრძოლებს კვირეულის გახსნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად ზრუნავს დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციაზე, სოციალურ დაცვასა და სამედიცინო მხარდაჭერაზე. თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა, ქართველი სამხედროების წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, რის გამოც მათ საერთაშორისო პარტნიორების აღიარება დაიმსახურეს.

ირაკლი ჩიქოვანმა დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის საქმეში საზოგადოების მონაწილეობაზე და, ამ კუთხით, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან“ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მან მოწვეულ სტუმრებს სამინისტროს სოციალური პოლიტიკის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებაც გააცნო, რომელიც, მთავრობის მხარდაჭერით, დაჭრილი მებრძოლებისთვის ყოველთვიური დანამატის 50%-ით გაზრდას ითვალისწინებს.

დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიმართა და აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირეული, მებრძოლებისთვის მადლობის გადახდის კიდევ ერთი შესაძლებლობაა.

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ დაჭრილ მებრძოლთა აქტიური ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა და სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში მიღებული ჯილდოების ექსპოზიცია მოეწყო. სტუმრებს დაშავებული სამხედროებისთვის უწყების მიერ შეძენილი ეტლებისა და სპორტული ინვენტარის დათვალიერების საშუალებაც ჰქონდათ.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, თავდაცვის უწყებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივნისი ოფიციალურად დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღედ არის გამოცხადებული. ამ თარიღთან დაკავშირებით ტრადიციულად იმართება სპორტული და კულტურული კვირეული, რომლის მიზანია დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა, მათი მიღწევების წარმოჩენა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს