ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

ლევან ვეფხვაძე: უზბეკეთი მაინც ჩაკეტილი ქვეყანაა, ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და ევროპასთან კავშირისთვის სჭირდება საქართველო, რომ საკუთარი პროდუქტები გაიტანონ ევროპულ ბაზრებზე

ლევან ვეფხვაძე: უზბეკეთი მაინც ჩაკეტილი ქვეყანაა, ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და ევროპასთან კავშირისთვის სჭირდება საქართველო, რომ საკუთარი პროდუქტები გაიტანონ ევროპულ ბაზრებზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მასალები, რაც საბოლოო პროდუქტის შესაქმნელადაა საჭირო, შეიძლება გადმოიტანონ [უზბეკეთიდან] საქართველოში და აქ დამზადდეს, შეიქმნას დამატებითი ღირებულება, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მასალები, რაც საბოლოო პროდუქტის შესაქმნელადაა საჭირო, შეიძლება გადმოიტანონ [უზბეკეთიდან] საქართველოში და აქ დამზადდეს, შეიქმნას დამატებითი ღირებულება, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლ…

მასალები, რაც საბოლოო პროდუქტის შესაქმნელადაა საჭირო, შეიძლება გადმოიტანონ [უზბეკეთიდან] საქართველოში და აქ დამზადდეს, შეიქმნას დამატებითი ღირებულება, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

მან საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმთან დაკავშირებით ისაუბრა.

„უზბეკეთი მაინც ჩაკეტილი ქვეყანაა, ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და ევროპასთან კავშირისთვის სჭირდება საქართველო, რომ საკუთარი პროდუქტები გაიტანონ ევროპულ ბაზრებზე. ჩვენთვის ამ შემთხვევაში ხელსაყრელი არის სწორედ ის, რასაც ვთავაზობთ, რომ მასალები, რაც საბოლოო პროდუქტის შესაქმნელადაა საჭირო, შეიძლება გადმოიტანონ [უზბეკეთიდან] საქართველოში და აქ დამზადდეს, შეიქმნას დამატებითი ღირებულება“, - აღნიშნა ვეფხვაძემ.

საქართველო - უზბეკეთის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმი ეკონომიკის მინისტრმა გახსნა. უზბეკეთიდან თბილისშია 60-ზე მეტი კომპანია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს