ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 4

ლიზა გეგეჭკორი: „ნაცების“ დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი

ლიზა გეგეჭკორი: „ნაცების“ დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • არ არსებობს ქვეყანა, სადაც პოლიციელის მხრიდან არ ხდება სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, მთავარია, რა რეაგირებას ახდენს ამაზე სახელმწიფო და როგორია პოლიტიკური ნება, - წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

არ არსებობს ქვეყანა, სადაც პოლიციელის მხრიდან არ ხდება სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, მთავარია, რა რეაგირებას ახდენს ამაზე სახელმწიფო და როგორია პოლიტიკური ნება, - წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ…

არ არსებობს ქვეყანა, სადაც პოლიციელის მხრიდან არ ხდება სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, მთავარია, რა რეაგირებას ახდენს ამაზე სახელმწიფო და როგორია პოლიტიკური ნება, - წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

ჟურნალისტი “ნოდარ მელაძის შაბათის” ანონსს ეხმიანება და ამბობს, რომ ძალიან უნდათ „ნაცებს“, ხელისუფლებამ ჩაიდინოს რაიმე, რაც აჩვენებინებს, რომ “ოცნება” ნაცებივით იქცევა, მაგრამ ვერ მიაღწევენ, რადგან “ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც არ დაუშვებს ვინმეზე ხელის დაფარებას.

“ძალიან უნდათ პირველ რიგში ნაცებს, რომ ოცნების ხელისუფლებამ ჩაიდინოს რაიმეისეთი, რაც მათ ტვ უკანასკნელებს აძახებინებს და აჩვენებინებს, რომ ოცნება ნაცებივით იქცევა. მართლა ოცნებად აქვთ ქცეული და ვერა და ვერ აღწევენ ამას....

გეტყვით რატომ ვერც მიაღწევენ - ჯერ ერთი იმიტომ, რომ ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც არ დაუშვებს ვინმეზე ხელის დაფარებას, ეს მეტი როგორ უნდა დაუმტკიცოს სრულიად ურწმუნო ადამიანსაც კი, არ ვიცი... მეორეც ერთი იმიტომ, რომ ოცნების გუნდი, ნაცებისგან განსხვავებით, ადამიანებისგან შედგება და არა მანიაკებისგან. ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი. არ არსებობს ქვეყანა, სადაც პოლიციელის მხრიდან არ ხდება სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, მთავარია, რა რეაგირებას ახდენს ამაზე სახელმწიფო და როგორია პოლიტიკური ნება.

ის ფაქტი, რომ დაწყებული პრემიერიდან, საჯარო გამოსვლებში, თუ ქმედებებით, უმაღლესი თანამდებობის პირები იბრძვიან ამ მანკიერი, მე ვიტყოდი, ნაცური მეთოდების წინააღმდეგ, პოტენციურ მოძალადეს იმასაც აიძულებს, ორჯერ დაფიქრდეს სანამ პოლიციელის მუნდირის გასვრას მოინდომებს. სამწუხაროდ ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ სამომავლოდ კვლავ მოინდომოს ვინმემ საკუთარი კომპლექსების ძალადობრივი ქმედებებით კომპენსირება და სწორედ აქ მაქვს ოცნების დღევანდელი შემადგენლობის იმედი და ეჭვიც არ მეპარება, რომ ნებისმიერ მსგავს შემთხვევას მკაცრი რეაგირება მოჰყვება”- წერს გეგეჭკორი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს