ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 9

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ოპერატორი „სოკარი“ გახდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ოპერატორი „სოკარი“ გახდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ოპერატორი დღეიდან „ბრითიშ პეტროლეუმის“ ნაცვლად, „სოკარი“ გახდა. ოპერაციული უფლებამოსილების გადაცემა მოიცავს მილსადენის სამივე ნაწილს – აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს. გარდა ამის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ოპერატორი დღეიდან „ბრითიშ პეტროლეუმის“ ნაცვლად, „სოკარი“ გახდა. ოპერაციული უფლებამოსილების გადაცემა მოიცავს მილსადენის სამივე ნაწილს – აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს. გარდა ამის…

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ოპერატორი დღეიდან „ბრითიშ პეტროლეუმის“ ნაცვლად, „სოკარი“ გახდა.

ოპერაციული უფლებამოსილების გადაცემა მოიცავს მილსადენის სამივე ნაწილს – აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს.

გარდა ამისა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის, ასევე „ბრითიშ პეტროლეუმის“ მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და სამხრეთ კავკასიის მილსადენის (SCP) სისტემებთან დაკავშირებით ამჟამად განხორციელებული ზოგადი საქმიანობის მართვა „სოკარმა” ჩაიბარა.

„სოკარის“ პრეზიდენტის, როვშან ნაჯაფის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი აზერბაიჯანის ხედვითი ენერგეტიკული სტრატეგიის, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობისადმი საერთო ერთგულების მდგრადი დემონსტრირებაა.

„ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანის მდგრად განვითარებაში, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებასა და გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდაში. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მართვის „სოკარისთვის“ გადაცემა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენის (SCP) სისტემების ზოგად მართვასთან ერთად, მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც ასახავს კომპანიის მზარდ გამოცდილებას მსოფლიო დონის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მართვაში. „სოკარი“ სრულად იქნება ერთგული ამ სტრატეგიული ენერგეტიკული დერეფნის უსაფრთხო, საიმედო და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფისა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მის წვლილს რეგიონულ და გლობალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“, – აღნიშნა როვშან ნაჯაფმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს