ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

ნატოს საერთაშორისო სამხედრო სამსახურის გენერალურმა დირექტორმა თავდაცვის სამინისტროში შეხვედრები გამართა

ნატოს საერთაშორისო სამხედრო სამსახურის გენერალურმა დირექტორმა თავდაცვის სამინისტროში შეხვედრები გამართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი ნატო-ს საერთაშორისო სამხედრო სამსახურის გენერალურ დირექტორს, გენერალ-ლეიტენანტ რემიგიუს ბალტრენასს შეხვდა- ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი ნატო-ს საერთაშორისო სამხედრო სამსახურის გენერალურ დირექტორს, გენერალ-ლეიტენანტ რემიგიუს ბალტრენასს შეხვდა- ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავ…

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი ნატო-ს საერთაშორისო სამხედრო სამსახურის გენერალურ დირექტორს, გენერალ-ლეიტენანტ რემიგიუს ბალტრენასს შეხვდა- ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად ასპექტებსა და სამომავლო გეგმებზე. ყურადღება გამახვილდა მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე (SNGP), რომლის წარმატებით განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებასა და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებას.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან გამართულ შეხვედრაზე, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს. მხარეებმა განიხილეს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად განხორციელებული წარმატებული პროექტები, მათ შორის, აღინიშნა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), რომელიც გენერალ-ლეიტენანტმა რემიგიუს ბალტრენასმა ვიზიტის ფარგლებში მოინახულა.

შეხვედრების ფარგლებში, გენერალ-ლეიტენანტ რემიგიუს ბალტრენასის მხრიდან აღინიშნა საქართველოს, როგორც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ძლიერი პარტნიორის მიერ ნატო-ს საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილი.

გენერალმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითად ჯგუფთან, უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს