ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 7

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა და გლდანის რაიონის დელეგატმა ვლადიმერ ბოჟაძემ თბილისის 181-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა და გლდანის რაიონის დელეგატმა ვლადიმერ ბოჟაძემ თბილისის 181-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა და გლდანის რაიონის დელეგატმა ვლადიმერ ბოჟაძემ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა და გლდანის რაიონის დელეგატმა ვლადიმერ ბოჟაძემ…

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა და გლდანის რაიონის დელეგატმა ვლადიმერ ბოჟაძემ თბილისის 181-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს.

2026 წლის საგამოცდო პროცესი ხვალ, 2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით – ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება.

მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილი 24 საგამოცდო ცენტრი საგამოცდო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, აღჭურვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით, მათ შორის გაგრილების სისტემით. 2 ივლისიდან, საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

2026 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულ 83 000-ზე მეტ გამოსაცდელს საქართველოს 12 ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში გახსნილი საგამოცდო ცენტრები მოემსახურება.

საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოიყო დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული ტარიფით. ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge.

2026 წლის გამოცდები, წელსაც, ტრადიციულად, ორ სესიად ჩატარდება. მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე გამოსაცდელი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, მასზე მითითებულ დროსა და ადგილას. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან!

აუცილებელია გამოსაცდელებმა გაითვალისწინონ, რომ გამოცდაზე არ შეიძლება არცერთი ნივთის შეტანა, გარდა წყლისა (პლასტმასის ბოთლით), ჰიგიენური ნივთებისა და სურვილის შემთხვევაში, საწერი კალმისა (პარამეტრები: გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით). მობილური ტელეფონისა და ზედმეტი ნივთების ჩაბარება შესაძლებელი იქნება ცენტრში შესვლისთანავე, ნივთების შესანახ სივრცეში.

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. დეტალური განრიგის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://www.naec.ge/#/ge/post/3610

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს