ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 8

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ამ წუთებში ქვეყნის მასშტაბით გახსნილ ყველა საგამოცდო ცენტრში პირველი ნაკადის რეგისტრაცია მიმდინარეობს. ტრადიციულად, აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ამ წუთებში ქვეყნის მასშტაბით გახსნილ ყველა საგამოცდო ცენტრში პირველი ნაკადის რეგისტრაცია მიმდინარეობს. ტრადიციულად, აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.…

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ამ წუთებში ქვეყნის მასშტაბით გახსნილ ყველა საგამოცდო ცენტრში პირველი ნაკადის რეგისტრაცია მიმდინარეობს. ტრადიციულად, აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

გამოცდებში მონაწილე პირთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, თბილისის მერიამ რვა საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრების მიმართულებით სპეციალური ტრანსპორტი დანიშნა.

თბილისის 160-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში იმყოფება დილიდან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. გივი მიქანაძემ აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.

"შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან ერთად, რამდენიმე თვის განმავლობაში გაწია ინტენსიური სამუშაო იმისთვის, რომ გამოცდები ჩატარდეს უმაღლეს დონეზე. დღეს ვიწყებთ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტრადიციულად გამოცდებს. სულ 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ყოველდღიურად, დღის განმავლობაში, ორ ეტაპად მოხდება აბიტურიენტებისთვის გამოცდების ჩატარება. წლევანდელი წლები მნიშვნელოვანია იმით, რომ აბიტურიენტები, რომლებიც აბარებენ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, და ასეთი აბიტურიენტების რაოდენობა გაცილებით გაზრდილია წინა წლებთან შედარებით, იმიტომ, რომ პირველი პრიორიტეტი თითქმის 80%-ს აქვს შემოხაზული სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხჯერ მეტი არის მოთხოვნა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებზე, ვიდრე კერძო უნივერსიტეტებზე.

წარმატების შემთხვევაში, და კიდევ ერთხელ მინდა თითოეულ მათგანს წარმატება ვუსურვო, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტები ისწავლიან უფასოდ, რის შესახებაც მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში, სამთავრობო გუნდისა და მმართველი გუნდის პოლიტიკური საბჭოს მიერ. ამასთანავე, წლევანდელი სიახლე არის ის, რომ აბიტურიენტებს არჩევანის გაკეთების დროს ჰქონდათ, შესაძლებლობა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, შეერჩიათ კონკრეტული პროფესიული განათლების მიმართულებაც, იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტი გადალახავს მინიმალურ ბარიერს, მაგრამ ვერ შეძლებს საკმარისი ქულების დაგროვებას იმისთვის, რომ მისთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში მოხდეს, სახელმწიფომ გამოყო ადგილები, რომელსაც აფინანსებს ასევე 100%-ით ვაუჩერული სისტემით“, - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე.





როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს