ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

ვანო ზარდიაშვილი Larsen & Toubro Limited-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ვანო ზარდიაშვილი Larsen & Toubro Limited-ის წარმომადგენლებს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი Larsen & Toubro Limited-ის წარმომადგენლებს შეხვდა. კონტრაქტორი კომპანია იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ელექტროგადამცემი ხაზების „ლაჯან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი Larsen & Toubro Limited-ის წარმომადგენლებს შეხვდა. კონტრაქტორი კომპანია იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ელექტროგადამცემი ხაზების „ლაჯან…

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი Larsen & Toubro Limited-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

კონტრაქტორი კომპანია იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ელექტროგადამცემი ხაზების „ლაჯანური–წყალტუბოსა“ და „ახალი ლაჯანური–ლაჯანური ჰესის“ მშენებლობისა და „დერჩის“ გაორჯაჭვიანების პროექტს ახორციელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტის მიმდინარეობა, სამშენებლო სამუშაოების განახლებული გრაფიკი და შემდგომი ეტაპები. მიღწეულია პრინციპული შეთანხმება, რომლის თანახმადაც პროექტის დასრულების ვადად 2028 წელი განისაზღვრა.

შეხვედრაში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, Larsen & Toubro Limited-ისა და საკონსულტაციო კომპანია Mercados-Aries International-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პროექტი EBRD-ის დაფინანსებით ხორციელდება. მისი მიზანია რაჭა-ლეჩხუმის პერსპექტიული ჰესების ენერგოსისტემაში ინტეგრაცია, გადამცემი ქსელის გაძლიერება და ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედოობის ამაღლება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს