ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

მიხეილ ყაველაშვილი: ძვირფასო აბიტურიენტებო, ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებულ, მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდებს გეკუთვნით. მჯერა, თითოეული თქვენგანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წარმატების ღირსეული თანამონაწილე იქნებით

მიხეილ ყაველაშვილი: ძვირფასო აბიტურიენტებო, ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებულ, მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდებს გეკუთვნით. მჯერა, თითოეული თქვენგანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წარმატების ღირსეული თანამონაწილე იქნებით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ეს დღე მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და ახლა აქვთ შესაძლებლობა, მათი ცოდნა და შესაძლე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ეს დღე მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და ახლა აქვთ შესაძლებლობა, მათი ცოდნა და შესაძლე…

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ეს დღე მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და ახლა აქვთ შესაძლებლობა, მათი ცოდნა და შესაძლებლობები სათანადოდ წარმოაჩინონ.

„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება. ამ დღემდე დიდი შრომით, მონდომებითა და მიზანდასახულობით მოხვედით და ახლა გაქვთ შესაძლებლობა, თქვენი ცოდნა და შესაძლებლობები სათანადოდ წარმოაჩინოთ.

გჯეროდეთ საკუთარი თავის, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და თავდაჯერება. სწორედ ეს დაგეხმარებათ გაწეული შრომის ღირსეულ შედეგად გარდაქმნაში.

ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებულ, მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდებს გეკუთვნით. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წარმატების ღირსეული თანამონაწილე იქნებით.

გისურვებთ წარმატებასა და დასახული მიზნების მიღწევას. გახსოვდეთ, თქვენი ცოდნით, პროფესიონალიზმითა და მიღწევებით ყოველთვის საქართველოს სამსახურში უნდა დარჩეთ. ესაა თითოეული ქართველის მისია.“- აღნიშნავს მიხეილ ყაველაშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს