ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 11

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებები უსურვა: „გჯეროდეთ საკუთარი თავის, იყავით თავდაჯერებულები და გახსოვდეთ, რომ ყოველი დიდი წარმატება სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯებით იწყება“

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებები უსურვა: „გჯეროდეთ საკუთარი თავის, იყავით თავდაჯერებულები და გახსოვდეთ, რომ ყოველი დიდი წარმატება სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯებით იწყება“
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით აბიტურიენტებს მიმართა და მათ წარმატებები უსურვა. „ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით აბიტურიენტებს მიმართა და მათ წარმატებები უსურვა. „ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელ…

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით აბიტურიენტებს მიმართა და მათ წარმატებები უსურვა.

„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ეს არის დღე, რომელიც ცოდნის, შრომის, პასუხისმგებლობისა და მომავლისკენ გადადგმული თავდაჯერებული ნაბიჯის სიმბოლოა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში თითოეულ თქვენგანს წარმატებას, სიმშვიდესა და საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას გისურვებთ.

განათლება ჩვენი ქვეყნის განვითარების უმთავრესი საფუძველია. სწორედ განათლებული, მიზანდასახული და პროფესიონალი ახალგაზრდები ქმნიან ძლიერ სახელმწიფოს. ჩვენს ზუგდიდს კი განსაკუთრებით სჭირდება ახალი თაობა, რომელიც საკუთარი ცოდნით, შრომითა და ინოვაციური ხედვებით ჩვენი რეგიონის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

ზუგდიდი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება განათლებული, წარმატებული და ღირსეული ახალგაზრდების ქალაქი. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი თაობა ჩვენი მუნიციპალიტეტისა და მთელი საქართველოსთვის არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევისა და წარმატების სათავეში იქნება.

გჯეროდეთ საკუთარი თავის, იყავით თავდაჯერებულები და გახსოვდეთ, რომ ყოველი დიდი წარმატება სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯებით იწყება.

წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს! დარწმუნებული ვარ, თქვენი მონდომება და შრომა ამ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებით დასრულდება“, - განაცხადა დავით კოდუამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს