ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

„ბლექ სი პეტროლიუმი“ – აგვისტო-სექტემბრიდან „ბლექ სი პეტროლიუმი“ სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას იწყებს

„ბლექ სი პეტროლიუმი“ – აგვისტო-სექტემბრიდან „ბლექ სი პეტროლიუმი“ სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას იწყებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან „ბლექ სი პეტროლიუმი“ სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას იწყებს, – ამის შესახებ ნათქვამია შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ განცხადებაში . „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან „ბლექ სი პეტროლიუმი“ სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას იწყებს, – ამის შესახებ ნათქვამია შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ განცხადებაში . „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი…

მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან „ბლექ სი პეტროლიუმი“ სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას იწყებს, – ამის შესახებ ნათქვამია შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ განცხადებაში.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, „ბლექ სი პეტროლიუმი“ აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას კომპანიის მიმდინარე საქმიანობისა და სტრატეგიული გეგმების შესახებ. 2026 წლის პირველი ნახევრისთვის „ბლექ სი პეტროლიუმმა“ უზრუნველყო 650-ათას ტონაზე მეტი ნედლეულის გადამუშავება. საინჟინრო და სალიცენზიო ხელშეკრულებების შემდეგ, კომპანიამ გააფართოვა პარტნიორობა საერთაშორისო ტექნოლოგიურ გიგანტ Honeywell-თან და მოიცვა მაღალტექნოლოგიური დანადგარებისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების შეძენა-დანერგვის მიმართულება.

2027 წლის I კვარტლიდან კომპანია იწყებს საგზაო ბიტუმის წარმოებას შიდა და საექსპორტო ბაზრებისთვის. 2027 წლის II კვარტალში კი, საწარმოს გაუჩნდება შესაძლებლობა, აწარმოოს საავიაციო საწვავი.

უკვე მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია იწყებს სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. აღნიშნული „ბლექ სი პეტროლიუმის“ მიერ წარმოებულ პროდუქციას გაუხსნის მაღალმარჟინალური ბაზრების კარს.

„ბლექ სი პეტროლიუმი“ აგრძელებს სტრატეგიული გეგმის მიხედვით საწარმოს განვითარებას და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში“, – აღნიშნულია „ბლექ სი პეტროლიუმის“ განცხადებაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს