ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

გივი მიქანაძე: სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, რომ ყველა საგამოცდო ცენტრი აღჭურვილია შესაბამისად და ყველა ცენტრი უზრუნველყოფს უმაღლესი სტანდარტის პირობებს გამოცდების ჩასატარებლად

გივი მიქანაძე: სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, რომ ყველა საგამოცდო ცენტრი აღჭურვილია შესაბამისად და ყველა ცენტრი უზრუნველყოფს უმაღლესი სტანდარტის პირობებს გამოცდების ჩასატარებლად
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეროვნული გამოცდების პირველმა დღემ ჩაიარა აბსოლუტურად იმ სტანდარტით, რომელიც საზოგადოების მოლოდინთან არის დაკავშირებული - როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე ყველა იმ სერვისის უზრუნველყოფის თვალ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეროვნული გამოცდების პირველმა დღემ ჩაიარა აბსოლუტურად იმ სტანდარტით, რომელიც საზოგადოების მოლოდინთან არის დაკავშირებული - როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე ყველა იმ სერვისის უზრუნველყოფის თვალ…

შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეროვნული გამოცდების პირველმა დღემ ჩაიარა აბსოლუტურად იმ სტანდარტით, რომელიც საზოგადოების მოლოდინთან არის დაკავშირებული - როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე ყველა იმ სერვისის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რომელიც უკიდურესად აუცილებელია, რათა გამოცდები ჩატარდეს იმ გარემოში, რაც ცოდნის რეალიზების შესაძლებლობას იძლევა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საგამოცდო პროცესის შეფასებისას.

მისივე თქმით, დღეს იგი იმყოფებოდა თბილისის 160-ე საჯარო სკოლაში, სადაც საგამოცდო პროცესი დაათვალიერა. ამასთან, მინისტრი მოგვიანებით რუსთავის საგამოცდო ცენტრსაც ეწვია, სადაც მიქანაძის განმარტებით, ასევე მაქსიმალური პირობებია შექმნილი აბიტურიენტებისთვის.

„გეტყვით, რომ უახლოესი ერთი კვირის, ათი დღის განმავლობაში, პირადად მე და ოთხივე ჩემი მოადგილე მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-ვე საგამოცდო ცენტრს ვესტუმრებით და გავეცნობით, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი. ზუსტად შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ყველა ცენტრი აღჭურვილია შესაბამისად და ყველა ცენტრი უზრუნველყოფს საერთო უმაღლესი სტანდარტის პირობებს გამოცდების ჩასატარებლად“, - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს თბილისის 160-ე საჯარო სკოლას ეწვია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს