ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 9

ელენე ხოშტარიას პირადი ექიმი: მისი კლინიკური მდგომარეობა არ არის შეცვლილი, რადგან ჯერ ჩვენ მისი ძირითადი დაავადების მკურნალობა არ დაგვიწყია

ელენე ხოშტარიას პირადი ექიმი: მისი კლინიკური მდგომარეობა არ არის შეცვლილი, რადგან ჯერ ჩვენ მისი ძირითადი დაავადების მკურნალობა არ დაგვიწყია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმის განცხადებით, „ვივამედში“ ჩატარებული კვლევების პირველადი შედეგები უკვე მიღებულია, თუმცა საბოლოო სამედიცინო შეფასება ექიმთა კონსილიუმის შემდეგ გაკეთდება. მისივე განცხადებით, კონკრეტული კვლევ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმის განცხადებით, „ვივამედში“ ჩატარებული კვლევების პირველადი შედეგები უკვე მიღებულია, თუმცა საბოლოო სამედიცინო შეფასება ექიმთა კონსილიუმის შემდეგ გაკეთდება. მისივე განცხადებით, კონკრეტული კვლევ…

ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმის განცხადებით, „ვივამედში“ ჩატარებული კვლევების პირველადი შედეგები უკვე მიღებულია, თუმცა საბოლოო სამედიცინო შეფასება ექიმთა კონსილიუმის შემდეგ გაკეთდება.

მისივე განცხადებით, კონკრეტული კვლევების შედეგების განხილვა კონსილიუმზე მოხდება - ამის შემდეგ კი გადაწყდება რადიოლოგიური კვლევების საკითხიც.

"მისი კლინიკური მდგომარეობა არ არის შეცვლილი იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ჩვენ მისი ძირითადი დაავადების მკურნალობა არ დაგვიწყია. ვიზიტს ჰქონდა ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომ წუხელ, ელენეს გადმოყვანის შემდეგ შევუკვეთეთ ძალიან რუტინული, საბაზისო ლაბორატორიული კვლევები და ამ კვლევების შედეგებს უნდა გავცნობოდით. კვლევებს გავივლით ჩვენს კოლეგებთან ერთად, ონლაინ კონსილიუმზე, როგორც საქართველოში მყოფ, ასევე საზღვრებს გარეთ მყოფ ქართველ, მაღალკვალიფიციურ, სხვადასხვა მიმართულების მქონე ექიმებთან. ამ კონსილიუმის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას რადიოლოგიური კვლევების ჩატარების შესახებ. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრება, თუ ისინი გამოთქვამენ სურვილს, რომ მკურნალობის დაწყებამდე, რისკების გადაზღვევისთვის, რომელზეც ვსაუბრობთ უკვე უკანასკნელი დღეების მანძილზე, დამატებით სხვა რადიოლოგიური ან ლაბორატორიული კვლევები უნდა ჩატარდეს, ამასაც ჩავატარებთ მათი მითითებით, - განაცხადა ელენე ხოშტარიას ექიმმა ანა ქავთარაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს