ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 6

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი – ყოველ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული მკაცრი სანქციები

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი – ყოველ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული მკაცრი სანქციები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა წიწვოვანი სახეობის ექვს კუბურ მეტრამდე სამასალე მერქნის წარმოშობის დოკუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა წიწვოვანი სახეობის ექვს კუბურ მეტრამდე სამასალე მერქნის წარმოშობის დოკუ…

რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამრღვევმა წიწვოვანი სახეობის ექვს კუბურ მეტრამდე სამასალე მერქნის წარმოშობის დოკუმენტაცია გააყალბა (სპეციალური ფირნიში გამოიყენა განმეორებით), შემდეგ კი რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე დაასაწყობა.

მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი შემდგომი განკარგვის მიზნით გადატანილია ლენტეხის საქმიან ეზოში. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში.

„სატყეო რეფორმის ძირითადი მიზანია ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერება, რომლის ეფექტიანად განხორციელებისთვის ეროვნული სატყეო სააგენტო სრულადაა აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით. ასევე, რეფორმის ფარგლებში სააგენტოს 401 ახალი თანამშრომელი დაემატება, რომლებიც კონკრეტულ სამცველოებზე უსაფრთხოებასა და წესრიგს გააკონტროლებენ. ყველა ეს ნაბიჯი მიმართულია, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები. ყოველ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული მკაცრი სანქციები“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს