ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 5

ივანე აბაშიძე: დღეს საქართველოს ჰყავს 21,000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური - ორჯერ მეტი, ვიდრე ათი წლის წინ

ივანე აბაშიძე: დღეს საქართველოს ჰყავს 21,000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური - ორჯერ მეტი, ვიდრე ათი წლის წინ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ევროპასა და აზიას შორის მდებარე საქართველო, შუა დერეფნის ფარგლებში, სულ უფრო მნიშვნელოვან საზღვაო კარიბჭედ ყალიბდება. მზარდმა სატვირთო ნაკადებმა ახალი მოთხოვნები შექმნა ჩვენი ნავსადგურების, მარეგულირებელი სისტემისა და ს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ევროპასა და აზიას შორის მდებარე საქართველო, შუა დერეფნის ფარგლებში, სულ უფრო მნიშვნელოვან საზღვაო კარიბჭედ ყალიბდება. მზარდმა სატვირთო ნაკადებმა ახალი მოთხოვნები შექმნა ჩვენი ნავსადგურების, მარეგულირებელი სისტემისა და ს…

„ევროპასა და აზიას შორის მდებარე საქართველო, შუა დერეფნის ფარგლებში, სულ უფრო მნიშვნელოვან საზღვაო კარიბჭედ ყალიბდება. მზარდმა სატვირთო ნაკადებმა ახალი მოთხოვნები შექმნა ჩვენი ნავსადგურების, მარეგულირებელი სისტემისა და საზღვაო სერვისების მიმართ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა დაახლოებით 46 პროცენტით გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს შავი ზღვის, როგორც საიმედო სატრანსპორტო დერეფნის მზარდ მნიშვნელობას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ თურქეთის საზღვაო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

ივანე აბაშიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საზღვაო სექტორში.

„ვერცერთი ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაცია თანამედროვე გამოწვევებს დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება, იქნება ეს სანქციების აღსრულება, გემების თაღლითური რეგისტრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, კიბერუსაფრთხოება, გარემოს დაცვა თუ ავტონომიური ხომალდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები -ყველა ეს მიმართულება მოითხოვს კოორდინირებულ საერთაშორისო თანამშრომლობას. სწორედ ამიტომ საქართველო აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საქმიანობაში. შედარებით მცირე საზღვაო სახელმწიფოებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ გლობალური საზღვაო მმართველობის განვითარებაში“, - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.

როგორც ივანე აბაშიძემ განაცხადა, საქართველო აგრძელებს ინვესტირებას ციფრულ საჯარო სერვისებში, საზღვაო განათლების გაძლიერებაში, მდგრადი ნავსადგურების განვითარების მხარდაჭერაში, მარეგულირებელი გარემოს ეფექტიანობის გაუმჯობესებაში, რათა საქართველო დარჩეს საიმედო, პროგნოზირებადი და საერთაშორისო საზოგადოების მიერ ნდობით აღჭურვილი საზღვაო პარტნიორი.

სააგენტოს დირექტორმა ასევე აქცენტი გააკეთა საქართველოში საზღვაო განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებაზე. ივანე აბაშიძის თქმით, მეზღვაურებში ინვესტირება ნიშნავს ინვესტირებას თავად საზღვაო სექტორის მომავალ კონკურენტუნარიანობაში.

„საქართველოში მეზღვაურთა რაოდენობა ზრდადია - დღეს საქართველოს ჰყავს თითქმის 21 000 სერტიფიცირებული მეზღვაური - ორჯერ მეტი, ვიდრე ათი წლის წინ.“ ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, საერთაშორისო ფლოტზე მსახურობენ და წარმოადგენენ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს - მაღალკვალიფიციურ ადამიანურ კაპიტალს“, - აღნიშნა ივანე აბაშიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს