ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 11

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო ნაშრომების დაცვა განხორციელდა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო ნაშრომების დაცვა განხორციელდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო ნაშრომების დაცვა განხორციელდა. სადაც ესწრებოდა აკადემიის მეთაური ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე. იუნკერებმა კომისიის წევრებს წარუდგინეს ნაშრომები თავდაცვა და უსაფრთხოების, მენე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო ნაშრომების დაცვა განხორციელდა. სადაც ესწრებოდა აკადემიის მეთაური ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე. იუნკერებმა კომისიის წევრებს წარუდგინეს ნაშრომები თავდაცვა და უსაფრთხოების, მენე…

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო ნაშრომების დაცვა განხორციელდა. სადაც ესწრებოდა აკადემიის მეთაური ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე. იუნკერებმა კომისიის წევრებს წარუდგინეს ნაშრომები თავდაცვა და უსაფრთხოების, მენეჯმენტის და ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით.

საკვალიფიკაციო ნაშრომების დაცვის პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობდა, საბაკალავრო თემები ეხებოდა ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: "ახალი სამხედრო ტექნოლოგიების როლი და გავლენა თანამედროვე კონფლიქტებში", "სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო უწყებების როლი თანამედროვე სახელმწიფოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში", ,,ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, როგორც კონკურენტული უპირატესობის წყარო", "ციფრული ეპოქის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სტრატეგიები და გამოწვევები", "შუა დერეფნის სტრატეგიული მენეჯმენტი და საქართველოს ლოჯისტიკური პოტენციალის რეალიზების პერსპექტივები", "სამხედრო ობიექტებზე სენსორულ მონაცემებზე დაფუძნებული ანომალიების მონიტორინგის სისტემა", ⁠"აგრარულ სექტორში დრონის ტექნოლოგიების გამოყენების პროგრამული უზრუნველყოფა" და სხვა.

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა იუნკერებს საშუალებას აძლევს მოახდინონ სწავლის განმავლობაში მიღებული ცოდნის შეჯამება, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოვლენა. იუნკერებმა, რომლებმაც წარმატებით დაიცვეს საბაკალავრო ნაშრომები მოიპოვებენ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და შესაძლებლობა ექნებათ სწავლა განაგრძონ უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს