ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 7

თბილისში უზბეკი პოეტისა და სახელმწიფო მოღვაწის - ალიშერ ნავოის - მონუმენტი გაიხსნა

თბილისში უზბეკი პოეტისა და სახელმწიფო მოღვაწის - ალიშერ ნავოის - მონუმენტი გაიხსნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისში უზბეკი პოეტისა და სახელმწიფო მოღვაწის - ალიშერ ნავოის - მონუმენტი გაიხსნა, რომელიც ვარკეთილში, უზბეკი პოეტის სახელობის სკვერში, დაიდგა. ღონისძიებას, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისში უზბეკი პოეტისა და სახელმწიფო მოღვაწის - ალიშერ ნავოის - მონუმენტი გაიხსნა, რომელიც ვარკეთილში, უზბეკი პოეტის სახელობის სკვერში, დაიდგა. ღონისძიებას, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთ…

თბილისში უზბეკი პოეტისა და სახელმწიფო მოღვაწის - ალიშერ ნავოის - მონუმენტი გაიხსნა, რომელიც ვარკეთილში, უზბეკი პოეტის სახელობის სკვერში, დაიდგა.

ღონისძიებას, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან ერთად ესწრებოდა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე თბილისის ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაესწრო.

როგორც ღონისძიების შემდეგ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, განაცხადა, თბილისი ყოველთვის იყო ქალაქი, რომელიც აფასებდა მრავალფეროვნებას, კულტურათა თანაცხოვრებასა და იმ ადამიანების ღვაწლს, რომელთა შემოქმედებამ და იდეებმა დროისა და საზღვრების მიღმა შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა.

„სწორედ ასეთია ალიშერ ნავოი - შემოქმედი, რომლის მემკვიდრეობა დღესაც აერთიანებს ხალხებს ჰუმანიზმის, განათლებისა და მეგობრობის იდეების გარშემო. პარკის სახელდება თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით განხორციელდა. სიმბოლურია, რომ დღეს სწორედ აქ გაიხსნა ალიშერ ნავოის მონუმენტი.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო და უზბეკეთი ურთიერთობებს არა მხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ, არამედ მტკიცე კულტურულ საფუძველზეც აშენებენ. ტაშკენტში შოთა რუსთაველის სახელობის გამზირი და მისი ძეგლი, ხოლო დღეიდან თბილისში ალიშერ ნავოის სახელობის პარკი და მისი მონუმენტი ჩვენი ხალხების ურთიერთპატივისცემისა და ისტორიული მეგობრობის თვალსაჩინო სიმბოლოებია“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და უზბეკეთის კულტურის მინისტრი ოზოდბეკ ნაზარბეკოვი.

უზბეკი პოეტის სახელობის სკვერში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოსა და უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს