ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ მებრძოლთა კვირეული სპორტის გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებში აქტიურად მიმდინარეობს

თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ მებრძოლთა კვირეული სპორტის გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებში აქტიურად მიმდინარეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაჭრილი მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს, რომელიც მრავალფეროვანი სპორტული შეჯიბრებებით არის დატვირთული. სპორტულ ღონისძიებებს გორში დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაჭრილი მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს, რომელიც მრავალფეროვანი სპორტული შეჯიბრებებით არის დატვირთული. სპორტულ ღონისძიებებს გორში დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნ…

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაჭრილი მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს, რომელიც მრავალფეროვანი სპორტული შეჯიბრებებით არის დატვირთული. სპორტულ ღონისძიებებს გორში დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია მასპინძლობს.

დაჭრილ-დაშავებულმა მებრძოლებმა უკვე იასპარეზეს მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდში, პნევმატური იარაღიდან და შაშხანიდან სროლაში.

სპორტულ შეჯიბრებებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაური, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე და აღმოსავლეთის სარდლობის შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ბესიკ ნებაძე დაესწრნენ. მათ გამარჯვებული მებრძოლები ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვეს.

კვირეულის ფარგლებში 10 ინდივიდუალური და 3 გუნდური შეჯიბრი გაიმართება. დაჭრილი სამხედროები იასპარეზებენ ინდივიდუალურ სახეობებში: მაგიდის ჩოგბურთი, ძალოსნობა, მკლავჭიდი, შტანგა, სროლა პისტოლეტიდან, სროლა შაშხანიდან, ცურვა, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე, მშვილდოსნობა, ბირთვის და ბადროს ტყორცნა და გუნდურ სახეობებში: პარარაგბი, პარაკალათბურთი და პარაფრენბურთი.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს