ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

თბილისში მსახიობ ზურაბ ქაფიანიძის სახელობის სკვერი გაიხსნა

თბილისში მსახიობ ზურაბ ქაფიანიძის სახელობის სკვერი გაიხსნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დღეს ცნობილი ქართველი მსახიობის, ზურაბ ქაფიანიძის სახელობის სკვერი გაიხსნა. სკვერის გახსნა სიმბოლურად ზურაბ ქაფიანიძის ხსოვნის დღეს განხორციელდა. დედაქა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დღეს ცნობილი ქართველი მსახიობის, ზურაბ ქაფიანიძის სახელობის სკვერი გაიხსნა. სკვერის გახსნა სიმბოლურად ზურაბ ქაფიანიძის ხსოვნის დღეს განხორციელდა. დედაქა…

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დღეს ცნობილი ქართველი მსახიობის, ზურაბ ქაფიანიძის სახელობის სკვერი გაიხსნა. სკვერის გახსნა სიმბოლურად ზურაბ ქაფიანიძის ხსოვნის დღეს განხორციელდა. დედაქალაქში არსებობს მსახიობის სახელობის ქუჩა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე.

„თბილისის საკრებულოს ინიციატივით, დღეს გავხსენით ცნობილი ქართველი მსახიობის ზურაბ ქაფიანიძის სახელობის სკვერი იმ უბანში, სადაც მსახიობი ცხოვრობდა და ძალიან უყვარდა. ზურაბ ქაფიანიძე იყო როგორც გამორჩეული მსახიობი, ასევე გამორჩეული ადამიანი. მან არაერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა ქართულ კინოში. სიმბოლურია, რომ ზურაბ ქაფიანიძის სკვერი სწორედ მისი გარდაცვალების დღეს გაიხსნა“, – განაცხადა ლევან აბაშიძემ.

დამსწრე საზოგადოებას მიმართეს ასევე ზურაბ ქაფიანიძის ოჯახის წევრებმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ, პარლამენტის წევრმა, ირმა ზავრადაშვილმა, თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა, შოთა ქევხიშვილმა, პოეტებმა და მსახიობებმა. სკვერის გახსნის ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები, დიდუბის რაიონის გამგებელი და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს