ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 6

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა: მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია 24 აგვისტოდან დაიწყება

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა: მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია 24 აგვისტოდან დაიწყება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის რეგისტრაცია 24 აგვისტოდან დაიწყება, - ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის რეგისტრაცია 24 აგვისტოდან დაიწყება, - ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებ…

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის რეგისტრაცია 24 აგვისტოდან დაიწყება, - ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

უწყების ცნობით, მობილობის მსურველი სტუდენტები რეგისტრაციის გავლას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე - students.emis.ge - 8 სექტემბრის 18:00 საათამდე შეძლებენ.

„კონკურსის მონაწილეებს რეგისტრაციის პროცესში არაუმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ. ამასთან, რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე მათ შეუძლიათ განსაზღვრონ არჩეული პროგრამების პრიორიტეტულობა და საჭიროების შემთხვევაში, შეცვალონ ან დაარედაქტირონ განაცხადში მითითებული ინფორმაცია.

მობილობის პროცესის მოსამზადებელ ეტაპზე, 2026 წლის 17 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით მობილობის წესით მისაღები სტუდენტებისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე სისტემა მობილობის კონკურსში მონაწილე პროგრამებისა და ხელმისაწვდომი ადგილების საბოლოო ჩამონათვალს გამოაქვეყნებს.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მობილობის მსურველ სტუდენტებს და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ მობილობის პროცესის ეტაპებს, განსაზღვრულ ვადებსა და პირობებს.

მობილობის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში ეტაპობრივად გამოქვეყნდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს