ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

სოლომონ პავლიაშვილმა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

სოლომონ პავლიაშვილმა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის  მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა კენიის რესპუბლიკის დედაქალაქ ნაირობიში, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მიერ ორგანიზებულ მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების კომიტეტის (INC…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა კენიის რესპუბლიკის დედაქალაქ ნაირობიში, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მიერ ორგანიზებულ მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების კომიტეტის (INC…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა კენიის რესპუბლიკის დედაქალაქ ნაირობიში, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მიერ ორგანიზებულ მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების კომიტეტის (INC) დელეგაციების ხელმძღვანელების შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების მიზანს პლასტიკით დაბინძურების, მათ შორის საზღვაო გარემოს დაბინძურების შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტის შესამუშავებლად მონაწილე ქვეყნების პოზიციების გაზიარება წარმოადგენდა.

სიტყვით გამოსვლისას სოლომონ პავლიაშვილმა ხაზი გაუსვა პლასტიკით დაბინძურების წინააღმდეგ გლობალური, სამართლებრივად სავალდებულო საერთაშორისო ინსტრუმენტის მნიშვნელობას და ყურადღება პროცესის წარმატებით დასრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოში პლასტმასის ნარჩენების შემცირების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზაობა, აქტიურად ჩაერთოს პლასტიკით დაბინძურების წინააღმდეგ საერთაშორისო შეთანხმების მიღების პროცესში.

შეხვედრების ფარგლებში გაიმართა საერთო დისკუსიები და თემატური სამუშაო შეხვედრები, სადაც მონაწილე ქვეყნებმა საერთაშორისო შეთანხმების პროექტთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები და თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრებში, ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გია მაჭარაძე მონაწილეობდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს