ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 8

„გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა მდგრადი მომავლისთვის“ – ComCom-მა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა პროექტი დაიწყეს

„გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა მდგრადი მომავლისთვის“ – ComCom-მა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა პროექტი დაიწყეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კომუნიკაციების კომისიამ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მედიის წარმომადგენლების პროფესიული ცოდნისა და კომპეტენციების გაძლიერების მიზნით, ერთობლივი პროექტი „გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა მდგრადი მომავლი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კომუნიკაციების კომისიამ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მედიის წარმომადგენლების პროფესიული ცოდნისა და კომპეტენციების გაძლიერების მიზნით, ერთობლივი პროექტი „გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა მდგრადი მომავლი…

კომუნიკაციების კომისიამ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მედიის წარმომადგენლების პროფესიული ცოდნისა და კომპეტენციების გაძლიერების მიზნით, ერთობლივი პროექტი „გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა მდგრადი მომავლისთვის“ დაიწყეს. თანამშრომლობის ფარგლებში, გარემოსდაცვითი, კლიმატის ცვლილების, ბუნებრივი რესურსების მართვისა და მდგრადი განვითარების საკითხების სწორად, ობიექტურად და ეფექტიანად გაშუქების მიზნით, მედიააკადემიაში „მედიასკოლის სტუდიის“ სტუდენტები თემატური ტრენინგებით გადამზადდებიან.

გარემოსდაცვით საკითხებზე სპეციალიზებულ სალექციო კურსს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტები წარუძღვებიან. კურსი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: ატმოსფერული ჰაერის დაცვა, წყლის რესურსების მართვა, ბიომრავალფეროვნების დაცვა, დაცული ტერიტორიების მართვა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების რისკების შემცირება.

აღნიშნული კურსი გარემოსდაცვით თემებზე ჟურნალისტების ცნობიერებისა და პროფესიული უნარების გაძლიერებას, გარემოსდაცვითი პოლიტიკის, სახელმწიფო პროგრამებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის ხარისხიან გავრცელებას, ასევე მედიისა და გარემოსდაცვითი სექტორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და სისტემური საგანმანათლებლო პლატფორმის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

პროექტის ფარგლებში, პირველი სემინარები თემებზე „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების რისკების შემცირება“ და „წყლის რესურსების მართვა“ ჩატარდა, რომლებსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ირაკლი მეგრელიძე და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროლოგიის დეპარტამენტის უფროსი, იოსებ ქინქლაძე წარუძღვნენ. აღნიშნული ტრენინგების მსვლელობას კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, გოგა გულორდავა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამთა დევდარიანი დაესწრნენ, რომლებმაც გარემოსდაცვითი მიმართულებით ჟურნალისტების გადამზადების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გრძელვადიანი თანამშრომლობა დაგეგმეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს