ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სწავლებაში, რომელიც „რისკების მართვის თანამედროვე მიდგომების, მონაცემთა დამუშავების, შეფასებისა და უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის“ გაძლიერებას მიეძღვნა

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა  მონაწილეობა მიიღეს სწავლებაში, რომელიც „რისკების მართვის თანამედროვე მიდგომების, მონაცემთა დამუშავების, შეფასებისა და უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის“ გაძლიერებას მიეძღვნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სწავლებაში, რომელიც „რისკების მართვის თანამედროვე მიდგომების, მონაცემთა დამუშავების, შეფასებისა და უკანონო ვაჭრობის წი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სწავლებაში, რომელიც „რისკების მართვის თანამედროვე მიდგომების, მონაცემთა დამუშავების, შეფასებისა და უკანონო ვაჭრობის წი…

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სწავლებაში, რომელიც „რისკების მართვის თანამედროვე მიდგომების, მონაცემთა დამუშავების, შეფასებისა და უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის“ გაძლიერებას მიეძღვნა.

სწავლების ფარგლებში, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა (WCO) და ევროკავშირის აკრედიტებული ექსპერტის, კრისტოფ ზიმერმანის, ჩართულობით, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ რისკების შეფასებისა და მართვის თანამედროვე მეთოდებს, ასევე განეხილათ გავრცელებული თაღლითური სქემების გამოწვევები/ტენდენციები, ნარკოტიკული საშუალებების, ცეცხლსასროლი იარაღისა და სხვა უკანონო საქონლით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებული საერთაშორისო გამოცდილება.

აღნიშნული სწავლება გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის პირველმა მოადგილემ, ოთარ რიკაძემ. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც ხელს უწყობს თანამედროვე გამოწვევებზე ეფექტიან რეაგირებას, საბაჟო სისტემების ინსტიტუციურ გაძლიერებასა და ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას.

სწავლება, რომელიც მიზნად ისახავდა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას და საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას მომავალშიც გაიმართება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს