ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

ზვიად გაბისონია ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას ხულოს საგამოცდო ცენტრში გაეცნო

ზვიად გაბისონია ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას ხულოს საგამოცდო ცენტრში გაეცნო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას ხულოს საგამოცდო ცენტრში გაეცნო. მინისტრის მოადგილემ საგამოცდო სივრცეები დაათვალიერა და აბ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას ხულოს საგამოცდო ცენტრში გაეცნო. მინისტრის მოადგილემ საგამოცდო სივრცეები დაათვალიერა და აბ…

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას ხულოს საგამოცდო ცენტრში გაეცნო.

მინისტრის მოადგილემ საგამოცდო სივრცეები დაათვალიერა და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.

ზვიად გაბისონიასთან ერთად ცენტრში იმყოფებოდნენ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, პარლამენტის დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მიხეილ დარახველიძე.

ინგლისური ენის გამოცდას ქვეყნის მასშტაბით 35 000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს, მათგან ხულოს საგამოცდო ცენტრში 100-მდე აპლიკანტია რეგისტრირებული.

საქართველოს მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია 24 საგამოცდო ცენტრი, რომლებიც აღჭურვილია გაგრილების სისტემით.

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. გამოცდები, ტრადიციულად, ორ სესიად ტარდება. საგამოცდო პროცესი 2 ივლისს დაიწყო და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს