ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 3

თამარ ზოდელავა საჯარო რეესტრის სერვისებზე: „გონიერი კონტრაქტი“ ციფრული მომსახურებაა და საქართველოს მოქალაქეს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებლობა აქვს, ძალიან მარტივად და უსაფრთხოდ ისარგებლოს გონიერი კონტრაქტის ინოვაციური სერვისით

თამარ ზოდელავა საჯარო რეესტრის სერვისებზე: „გონიერი კონტრაქტი“ ციფრული მომსახურებაა და საქართველოს მოქალაქეს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებლობა აქვს, ძალიან მარტივად და უსაფრთხოდ ისარგებლოს გონიერი კონტრაქტის ინოვაციური სერვისით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • იუსტიციის მინისტრის მოადგილემ „გონიერი კონტრაქტი“-ის სერვისით ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის უპირატესობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისი მარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ „გონიერი კონტრაქტი“-ის სერვისით ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის უპირატესობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისი მარ…

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ „გონიერი კონტრაქტი“-ის სერვისით ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის უპირატესობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისი მარტივი, სწრაფი და კომფორტულია საქართველოს მოქალაქისთვის.

„გონიერი კონტრაქტი“ ციფრული მომსახურებაა და საქართველოს მოქალაქეს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებლობა აქვს, ძალიან მარტივად და უსაფრთხოდ ისარგებლოს გონიერი კონტრაქტის ინოვაციური სერვისით“, – განაცხადა თამარ ზოდელავამ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სააგენტოს ციფრულ სერვისებზე, მათ შორის „გონიერი კონტრაქტით“ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის პროცედურაზე. სწორედ მაღალმა საზოგადოებრივმა ინტერესმა განაპირობა მომსახურების გაციფრულების აუცილებლობა, რაც მკაფიოდ აისახება არსებულ სტატისტიკურ მონაცემებში. კერძოდ, მიმდინარე წლის მონაცემებით, აღნიშნული სერვისით სარგებლობის მიზნით სააგენტოში წარმოდგენილი 26 000 განმცხადებლიდან 21 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა; შედარებისთვის, 2025 წელს რეგისტრირებული განცხადებების საერთო რაოდენობა 54 000-ს შეადგენდა, საიდანაც 40 000 მომხმარებელი საქართველოს მოქალაქე იყო.

„საქართველოს მოქალაქეს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია, დაზოგოს დრო და ყოველგვარი ბარიერის გარეშე ეწვიოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდს www.napr.gov.ge; ამისათვის საჭიროა, რომ ჰქონდეს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი და გადაიხადოს მომსახურების გადასახადი. ხელოვნური ინტელექტისა და საჯარო რეესტრის წარმომადგენლის მიერ ფაქტობრივად რამდენიმე წუთში განხორციელდება მისი ინდმეწარმედ რეგისტრაცია“, , აღნიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს