ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 8

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2027-2028 აკადემიურ წელს თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია მოქმედ სასულიერო პირებს სთავაზობს სასწავლო კომპონენტის ელექტრონული სწავლების ფორმატით გავლას თეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2027-2028 აკადემიურ წელს თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია მოქმედ სასულიერო პირებს სთავაზობს სასწავლო კომპონენტის ელექტრონული სწავლების ფორმატით გავლას თეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 2027-2028 აკადემიურ წელს თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია მოქმედ სასულიერო პირებს სთავაზობს სასწავლო კომპონენტის ელექტრონული სწავლების ფორმატით გავლას თეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, -…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

2027-2028 აკადემიურ წელს თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია მოქმედ სასულიერო პირებს სთავაზობს სასწავლო კომპონენტის ელექტრონული სწავლების ფორმატით გავლას თეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, -…

2027-2028 აკადემიურ წელს თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია მოქმედ სასულიერო პირებს სთავაზობს სასწავლო კომპონენტის ელექტრონული სწავლების ფორმატით გავლას თეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, - ინფორმაციას საპატრაირქო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიღებული გადაწყვეტილება ასევე გავრცელდება იმ სასულიერო პირებზეც, რომლებიც დარეგისტრირდნენ 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და წარმატებით შეძლეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარება.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III- ის ლოცვა-კურთხევით, 2027-2028 აკადემიურ წელს თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია მოქმედ სასულიერო პირებს სთავაზობს სასწავლო კომპონენტის ელექტრონული სწავლების ფორმატით გავლას თეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.

აღნიშნულ საბაკალავრო პროგრამაზე მოქმედი სასულიერო პირები ჩაირიცხებიან დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად - ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ქულისა და სასწავლებლის მიერ დადგენილი, შიდა გამოცდების წარმატებით დაძლევის ამსხველი ქულების ჯამის საფუძველზე. ჩარიცხული სასულიერო პირები შეძლებენ პროგრამით დადგენილი 275 კრედიტიდან, ელექტრონული ფორმატით, დისტანციურად, ისწავლონ 60 კრედიტის შესატყვისი სასწავლო კომპონენტი (ერთი სასწავლო წლის განმავლობაში), ხოლო შუალედური და დასკვნითი გამოცდები ჩააბარონ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში.

მიღებული გადაწყვეტილება ასევე გავრცელდება იმ სასულიერო პირებზეც, რომლებიც დარეგისტრირდნენ 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და წარმატებით შეძლეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარება.

დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მსურველებთან საორიენტაციო შეხვედრები დაიგეგმება 2026 წლის 14 სექტემბრიდან. შეხვედრების განრიგი გამოქვეყნდება სასწავლებლის ოფიციალურ ვებგვერდზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 47⁴ მუხლის მე-5 პუნქტისა და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური სფეროების ჩამონათვალის, აგრეთვე, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების მაქსიმალური რაოდენობის, რომელთა ფარგლებშიც ელექტრონული სწავლება იქნება დაშვებული, დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს