ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 4

ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეა…

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

საკრებულოს წარმომადგენლები დედაქალაქის მერთან ერთად დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდსაც დაესწრნენ, რომელიც დაღუპულთა მემორიალთან ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზმა მამა შალვა კეკელიამ გადაიხადა.

2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, 13 ივნისის ტრაგიკული დღე უდიდესი ტკივილის, მაგრამ ამავე დროს ერთიანობისა და ადამიანური თანადგომის სიმბოლოა. ზურაბ აბაშიძის თქმით, 11 წლის წინ მომხდარმა ტრაგედიამ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მრავალი ოჯახი დააზარალა და ჩვენი ქალაქის ისტორიაში მძიმე კვალი დატოვა.

„იმ ღამემ ყველას დაგვანახა, რამდენად დაუნდობელი შეიძლება იყოს სტიქია და რამდენად ძლიერი - ადამიანური სოლიდარობა. პატივს მივაგებთ ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას და სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ მაშველებს, მოხალისეებსა და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც უმძიმეს დღეებში ერთმანეთის გვერდით იდგა. სწორედ მათმა თავდადებამ და ერთიანობამ გადააქცია ტრაგედიის დღე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თანადგომის მაგალითად“, - განაცხადა დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან ზურაბ აბაშიძემ.

2015 წლის 13 ივნისს წყალდიდობას მდინარე ვერეს ხეობაში 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს