ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 10

ირაკლი ლექვინაძემ UNCTAD-ის მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ICPEN-ის ხელმძღვანელობის პრიორიტეტები წარუდგინა

ირაკლი ლექვინაძემ UNCTAD-ის მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ICPEN-ის ხელმძღვანელობის პრიორიტეტები წარუდგინა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, ჟენევაში, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, ჟენევაში, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწ…

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, ჟენევაში, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას GCCA ავრცელებს.

GCCA-ის თავმჯდომარემ, ICPEN-ის პრეზიდენტი უწყების ხელმძღვანელის რანგში, გახსნითი პანელის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და შემდეგი ერთი წლის პერიოდში საქმიანობის პრიორიტეტები წარუდგინა, ასევე ისაუბრა დაგეგმილ პროექტებზე.

მისი თქმით, GCCA-ის მიზანია, უზრუნველყოს ღია და პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობა.

„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო სამ ძირითად პრიორიტეტზე იმუშავებს. პირველი - მომხმარებელთა დაცვის ახალი და განვითარებადი უწყებების მხარდაჭერა; მეორე - მომხმარებელთა უფლებების დაცვა ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ბაზრების პირობებში; მესამე - მოწყვლადი მომხმარებლების დაცვა. საქართველო მოუთმენლად ელის UNCTAD-თან, ICPEN-ის წევრ ქვეყნებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას 2026-2027 წლების პრეზიდენტობის პერიოდში, რათა ერთობლივად შევქმნათ უფრო სამართლიანი, სანდო და ინკლუზიური ბაზრები მომხმარებლებისთვის,“- აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე თქმით, ICPEN-ის ხელმძღვანელობის ფარგლებში, მიმდინარე წლის სექტემბერში, თბილისი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომელსაც 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.

უწყების მხრიდან ICPEN-ის პრეზიდენტობის მთავარი გზავნილია - Building Trust in the Digital Age.

„მომხმარებელთა ნდობა სამართლიანი ბაზრის საფუძველია, ხოლო მის განმტკიცებაში საერთაშორისო თანამშრომლობას, ეფექტიან აღსრულებასა და ინოვაციურ მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება,“- განაცხადა GCCA-ის თავმჯდომარემ.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ლექვინაძე ასევე მონაწილეობას მიიღებს კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის საკითხებზე მთავრობათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის 23-ე სესიაში, რომელიც 8-10 ივლისს გაიმართება.

სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად ჟენევაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი სერგო სანიკიძე იმყოფება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს