ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 10

გივი მიქანაძე ფოთში „ახალი საქართველოს უნივერსიტეტს“ ეწვია

გივი მიქანაძე ფოთში „ახალი საქართველოს უნივერსიტეტს“ ეწვია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ფოთში „ახალი საქართველოს უნივერსიტეტს“ (NGU) ეწვია, სადაც სასწავლო ინფრასტრუქტურას, საარქივო რესურსებს, მიმდინარე და სამომავლო პროექტებს გაეცნო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ფოთში „ახალი საქართველოს უნივერსიტეტს“ (NGU) ეწვია, სადაც სასწავლო ინფრასტრუქტურას, საარქივო რესურსებს, მიმდინარე და სამომავლო პროექტებს გაეცნო…

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ფოთში „ახალი საქართველოს უნივერსიტეტს“ (NGU) ეწვია, სადაც სასწავლო ინფრასტრუქტურას, საარქივო რესურსებს, მიმდინარე და სამომავლო პროექტებს გაეცნო.

მინისტრს უმასპინძლა და საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი).

„ფოთს განათლებისა და ცოდნის გავრცელების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს, რომელიც დღესაც გრძელდება თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცის განვითარებით. ამის თვალსაჩინო მაგალითია „ახალი საქართველოს უნივერსიტეტი”, რომელიც ყოველწლიურად ასეულობით ახალგაზრდას აძლევს იმ ცოდნასა და სულიერ აღზრდას, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია მომავალი თაობების განვითარებისა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

უნივერსიტეტი, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებით, კიდევ უფრო ამყარებს მის ავტორიტეტს საერთაშორისო დონეზე - მომავალ წელს აქ მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, სადაც 400-ზე მეტი უცხოელი სტუმარი მიიღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობას. ეს კიდევ უფრო ხაზს უსვამს ამ უნივერსიტეტის მნიშვნელობას, მის დანიშნულებას და განსაკუთრებულ როლს როგორც ფოთის, ასევე მთლიანი ქვეყნის განვითარებაში,” - განაცხადა გივი მიქანაძემ.

უნივერსიტეტში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე და ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა.

„ახალი საქართველოს უნივერსიტეტი“ ახორციელებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის მიმართულებებით. სასწავლებელი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.

უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის ძალისხმევით, აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო კორპუსი და კეთილმოეწყო საუნივერსიტეტო ტერიტორია, რაც უსაფრთხო, ორგანიზებული და აკადემიური საქმიანობისთვის ხელსაყრელ გარემოს უზრუნველყოფს.

შენობაში განთავსებულია უახლესი მოთხოვნებისა და აკადემიური სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი აუდიტორიები, სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიები, მრავალფუნქციური საკონფერენციო დარბაზი, თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფილი კომპიუტერული ცენტრი და მრავალპროფილური ბიბლიოთეკა.

ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს