ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 11

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავ ზღვაში დემერსალური ტრალის გამოყენებით კვლევების მორიგი ეტაპი განახორციელა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავ ზღვაში დემერსალური ტრალის გამოყენებით კვლევების მორიგი ეტაპი განახორციელა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) მხარდაჭერით, შავ ზღვაში დემ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) მხარდაჭერით, შავ ზღვაში დემ…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) მხარდაჭერით, შავ ზღვაში დემერსალური ტრალის გამოყენებით კვლევების მორიგი ეტაპი განახორციელა.-ინფორმაციას სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კვლევები წინასწარ შერჩეულ 20 სადგურზე, ზღვის სხვადასხვა სიღრმეზე, სტანდარტიზირებული ხელსაწყოს, დემერსალური ტრალის გამოყენებით მიმდინარეობს, რომელიც გარემოს ეროვნულ სააგენტოს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში უსასყიდლოდ გადასცა.

კვლევის მიზანია შავი ზღვის პრიორიტეტული თევზის სახეობების შესახებ სამეცნიერო მონაცემების შეგროვება, რაც ხელს შეუწყობს თევზჭერის რესურსების მდგრად მართვას, ზღვის ბიომრავალფეროვნების დაცვასა და რეგიონში მეთევზეობის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

აღსანიშნავია, რომ სინჯების აღება ხორციელდება საერთაშორისო მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია FAO-ს ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) მიერ და გამოიყენება შავი ზღვის ყველა მონაწილე ქვეყანაში. აღნიშნული მეთოდოლოგია უზრუნველყოფს მონაცემების სტანდარტიზაციას, რაც თევზის მარაგების მეცნიერულად სანდო შეფასების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

კვლევები, პროექტის „ექსპერიმენტული დემერსალური ტრალური კვლევა საქართველოს წყლებში“ FAO/GFCM-ის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ხელს უწყობს საქართველოში შავი ზღვის თევზის რესურსების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვას, მათი მეცნიერული შეფასების გაუმჯობესებას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს