ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 9

10 ივლისიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლებს სამი ვაგონი დაემატება

10 ივლისიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლებს სამი ვაგონი დაემატება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 10 ივლისიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლებს კიდევ სამი ვაგონი დაემატება. აზერბაიჯანის რკინიგზის ინფორმაციით , ვაგონების დამატების შედეგად, თითოეულ რეისზე დამატებით 104 სამგზავრო ადგილი იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო თითოეულ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

10 ივლისიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლებს კიდევ სამი ვაგონი დაემატება. აზერბაიჯანის რკინიგზის ინფორმაციით , ვაგონების დამატების შედეგად, თითოეულ რეისზე დამატებით 104 სამგზავრო ადგილი იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო თითოეულ…

10 ივლისიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლებს კიდევ სამი ვაგონი დაემატება.

აზერბაიჯანის რკინიგზის ინფორმაციით, ვაგონების დამატების შედეგად, თითოეულ რეისზე დამატებით 104 სამგზავრო ადგილი იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო თითოეულ რეისზე სამგზავრო ადგილების რაოდენობა დაახლოებით 60 პროცენტით გაიზრდება ამჟამინდელი 178-დან 282-მდე.

დამატებითი ვაგონების ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო.

„შტადლერის“ ტიპის ვაგონებთან შედარებით, მარშრუტზე დამატებული „სტანდარტ+“ ტიპის საძილე ვაგონების უფასო ბარგის დასაშვები ნორმა 36 კგ-ით განისაზღვრა, ამ ვაგონების ტექნიკური მახასიათებლებისა და სტრუქტურული შესაძლებლობების გათვალისწინებით.

აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე 25 მაისიდან 6 ივლისის ჩათვლით, დაახლოებით 25 ათასი ბილეთი გაიყიდა. აქედან, მატარებელში 6 356 ადამიანი ავიდა თბილისიდან, 4 343 – ბაქოდან, 1 112 – განჯიდან, 808 – ევლახიდან, 520 – აღსტაფადან და სხვა სადგურებიდან. ეს მიუთითებს, რომ ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტით მგზავრთა დაახლოებით 40 პროცენტი რეგიონებზე მოდის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს