ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) პარტნიორობით მაღალსიჩქარიანი ქსელის განვითარების პროექტი ხორციელდება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) პარტნიორობით მაღალსიჩქარიანი ქსელის განვითარების პროექტი ხორციელდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, სასაზღვრო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ინფრასტრუქტურის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, სასაზღვრო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ინფრასტრუქტურის…

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, სასაზღვრო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის 35 სექტორზე შესაბამისი ქსელის განვითარების მიზნით, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA) საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს რამდენიმე ათეული როუტერი გადასცა.

ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დირექტორმა ბექა მამარდაშვილმა აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელ დევიდ ქენედეის მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისა და მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის.

მაღალსიჩქარიანი ქსელის განვითარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ სახელმწიფო საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე უკვე მოეწყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ინფრასტრუქტურა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორ „ლეკისყურეში“, სააგენტომ განახორციელა სატელიტური ინტერნეტის სარეზერვო ქსელის საპილოტე ინსტალაცია, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინფორმაციის მართვის პროცესები. ამჟამად მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე ათეული სატელიტური ინტერნეტის მოწყობილობისა და თანმდევი სერვისების შესყიდვა, რომლის ფარგლებშიც 35 სასაზღვრო სექტორზე მოეწყობა მაღალსიჩქარიანი ქსელი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს