ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა თანამშრომლობა მიზნად ისახავს ერთობლივი სასწავლო პროგრამების, ტრენინგებისა და კვლევითი პროექტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა თანამშრომლობა მიზნად ისახავს ერთობლივი სასწავლო პროგრამების, ტრენინგებისა და კვლევითი პროექტ…

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თანამშრომლობა მიზნად ისახავს ერთობლივი სასწავლო პროგრამების, ტრენინგებისა და კვლევითი პროექტების განხორციელებას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა, ვახტანგ ცაგარელმა და სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორმა, სოფიო აბულაშვილმა. უნივერსიტეტისა და აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი და აკადემიის ვიცე რექტორი დავით გაფრინდაშვილი.

თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტის STEM მიმართულებების სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კიბერუსაფრთხოების სფეროებში ინოვაციური პროექტების შემუშავებას, რაც მიზნად ისახავს თანამედროვე ციფრული გამოწვევების საპასუხოდ ახალი ინიციატივების მხარდაჭერას. აღნიშნულ პროცესში თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშნელოვანია როგორც სახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს KIU- ს ულტრათანამედროვე კამპუსი, რომელიც მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო და სამეცნიერო -კვლევით ინფრასტრუქტურას, სრულად აღჭურვილ სტუდენტურ საცხოვრებელ კორპუსებს, ბიბლიოთეკას, საკონფერენციო სივრცეებს, კაფეტერიებს, სპორტულ მოედნებსა და რეკრეაციულ ზონებს.

ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს