ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 8

ცესკოში საარჩევნო ჟურნალის „არჩევნები 360˚“ პრეზენტაცია გაიმართა

ცესკოში საარჩევნო ჟურნალის „არჩევნები 360˚“ პრეზენტაცია გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ჟურნალის „არჩევნები 360˚“ პრეზენტაცია გაიმართა, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. უწყების ცნობით, ახალი ჟურნალი მოწვეულ სტუმრებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა წარუდგინა. „…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ჟურნალის „არჩევნები 360˚“ პრეზენტაცია გაიმართა, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. უწყების ცნობით, ახალი ჟურნალი მოწვეულ სტუმრებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა წარუდგინა. „…

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ჟურნალის „არჩევნები 360˚“ პრეზენტაცია გაიმართა, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი ჟურნალი მოწვეულ სტუმრებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა წარუდგინა.

„ღონისძიების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მისიასა და იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიული საარჩევნო პროცესების განვითარებასა და გაძლიერებას ემსახურება. მისი თქმით, არჩევნების ადმინისტრირებასთან ერთად, დამოუკიდებელი საარჩევნო ინსტიტუციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, აღნიშნული მიმართულება განსაზღვრულია საარჩევნო ადმინისტრაციის 2023–2026 წლების სტრატეგიული გეგმით, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტსაც სწორედ საარჩევნო გარემოს განვითარება წარმოადგენს. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საარჩევნო საკითხებზე პროცესში ჩართული მხარეებისა და ფართო საზოგადოების დროულ და სრულყოფილ ინფორმირებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პერიოდული გამოცემა „არჩევნები 360˚“, რომელიც მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას შესთავაზებს.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, გამოცემის მიზანია საარჩევნო საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საარჩევნო არქივის შექმნა (ცოდნის სისტემატიზაცია), საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად ზრდა. ჟურნალი მკითხველს სთავაზობს ობიექტურ, მიუკერძოებელ და პროფესიული სტანდარტების დაცვით მომზადებულ მასალას ქართულ და ინგლისურ ენებზე, როგორც ბეჭდური, ისე ციფრული ფორმატით.

ჟურნალი „არჩევნები 360˚“ მომზადდა ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ და მოიცავს როგორც მუდმივ, ისე ცვლად რუბრიკებს. განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის - ამომრჩევლების, ახალგაზრდებისა და სტუდენტების, აკადემიური და ექსპერტული წრეების, საჯარო მოხელეების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიების, მედიის წარმომადგენლებისა და ზოგადად, საარჩევნო საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.

ჟურნალის პირველი ნომრის მთავარი თემაა ელექტრონული არჩევნები. მკითხველს საშუალება ექნება გაეცნოს ამომწურავ ინფორმაციას, თუ რა გზა გაიარა საქართველომ არჩევნების მოდერნიზების პროცესში, ცესკოს თავმჯდომარის სვეტს, ინტერვიუებს ადგილობრივ და საერთაშორისო საარჩევნო მოხელეებთან და ექსპერტებთან, ასევე არჩევნების ისტორიის მიმოხილვას, საერთაშორისო გამოცდილებას და ა.შ.

ჟურნალის პრეზენტაციას დღეს პარტნიორი სახელმწიფო და კერძო უწყებების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს