ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 11

შემოსავლების სამსახურში მიმდინარე სიახლეებს გადასახადის გადამხდელები ონლაინ ფორმატში გაეცნენ

შემოსავლების სამსახურში მიმდინარე სიახლეებს გადასახადის გადამხდელები ონლაინ ფორმატში გაეცნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა, გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო მიმართულებით განხორციელებული სიახლეები ონლაინ ფორმატში გააცნეს. აღნიშნულ შეხვედრას 150-მდე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა, გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო მიმართულებით განხორციელებული სიახლეები ონლაინ ფორმატში გააცნეს. აღნიშნულ შეხვედრას 150-მდე…

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა, გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო მიმართულებით განხორციელებული სიახლეები ონლაინ ფორმატში გააცნეს.

აღნიშნულ შეხვედრას 150-მდე დაინტერესებული პირი ესწრებოდა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა შემდეგი საკითხები განიხილეს :

ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 14 მაისის N142 საჯარო გადაწყვეტილება - სახელმწიფოს მიერ განხორციელებული და მხარდაჭერილი ცალკეული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის საკითხების შესახებ;

ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 14 მაისის N143 საჯარო გადაწყვეტილება - „ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე“;

ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის N147 საჯარო გადაწყვეტილება „გაცვლის ბარტერული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის თაობაზე, ამ ოპერაციის ფარგლებში უძრავი ნივთის მიწოდებისას“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 7 ივნისის N195 საჯარო გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

დღგ-ს ჩათვლა/პროპორციული ჩათვლა;

პირის მიერ, საწარმოს წილის სანაცვლოდ აქტივების გადაცემის და საწარმოს ლიკვიდაციისას, კაპიტალის შემცირებისას, ან აქციის/წილის გამოსყიდვისას, პარტნიორზე ნატურალური ფორმით განხორციელებული განაცემის დაბეგვრა;

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭება, ნებადართული საქმიანობის განსაზღვრა;

დასკვნით ნაწილში შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ. შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული ელექტრონული პორტალის - https://www.rs.ge/Meetingsspace

,,შეხვედრების სივრცე" დახმარებით, მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრები, მომავალშიც გაგრძელდება.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს