ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

კახა კალაძე: ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს დახმარება ექნებათ

კახა კალაძე: ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს დახმარება ექნებათ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო ვისაც ეკუთვნის და ამის საჭიროება აქვს, დახმარება ექნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს, სოციალუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო ვისაც ეკუთვნის და ამის საჭიროება აქვს, დახმარება ექნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს, სოციალუ…

იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო ვისაც ეკუთვნის და ამის საჭიროება აქვს, დახმარება ექნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირების შესახებ შეკითხვაზე პასუხად, განუცხადა.

მისი თქმით, ხდება გადახედვა იმ გადაწყვეტილებების, რაც პანდემიისას შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე იყო მიღებული ადამიანების დასახმარებლად.

"ამაზე არაერთხელ გაკეთდა შესაბამისი ახსნა-განმარტება. კერძოდ ის, რომ პანდემიის პერიოდში, როდესაც გვქონდა საკმაოდ რთული მდგომარეობა, ბევრი ადამიანი დარჩა სამსახურისა და შემოსავლის გარეშე, შესაბამისად, მაშინ იყო მიღებული გადაწყვეტილებები, რათა ადამიანებს ჰქონოდათ გარკვეული სახის შემწეობა სახელმწიფოს მხრიდან.

დღეს რადიკალურად განსხვავებული მოცემულობაა, განსხვავებული ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში და ხდება გადახედვა.

იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო ვისაც ეკუთვნის და ამის საჭიროება აქვს - მათ ექნებათ", - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ქვეყანაში სიღარიბის დამარცხებაზე საუბრისას, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს.

"სიღარიბის დამარცხებას რაც შეეხება, გამოწვევები რჩება, თუმცა გვაქვს წინსვლა, ეკონომიკურად ქვეყანა ვითარდება. სწორედ იმისთვის ვმუშაობთ ყოველდღიურად, რომ სიღარიბე ქვეყანაში მთლიანად იყოს დაძლეული", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს