ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 11

ავიაციის სააგენტომ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის ინსტრუქტორის სასწავლო დაწესებულების პირველი სერტიფიკატი გასცა

ავიაციის სააგენტომ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის ინსტრუქტორის სასწავლო დაწესებულების პირველი სერტიფიკატი გასცა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს საჰაერო სივრცეში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებით განხორციელებული ფრენების რეგულირების ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირველად გასცა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტების ინსტრუქტორთა სასწავლ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს საჰაერო სივრცეში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებით განხორციელებული ფრენების რეგულირების ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირველად გასცა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტების ინსტრუქტორთა სასწავლ…

საქართველოს საჰაერო სივრცეში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებით განხორციელებული ფრენების რეგულირების ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირველად გასცა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტების ინსტრუქტორთა სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატი.

საავიაციო სკოლა „მიმინო“ გახდა პირველი სასწავლო დაწესებულება, რომელიც სერტიფიკატით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ზემსუბუქი თვითმფრინავის (მე-2 კლასი) ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მაძიებელ პილოტებს მოამზადებს. სერტიფიცირების პროცესში სააგენტომ შეისწავლა სასწავლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შეამოწმა სამუშაო ადგილის ფაქტობრივი მდგომარეობა და დაადგინა მათი შესაბამისობა არსებულ მოთხოვნებთან.

პილოტის ინსტრუქტორის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების სავალდებულო მოთხოვნები 2026 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა. სააგენტოს მიერ, განისაზღვრა ინსტრუქტორთა მომზადების შესაბამისი სტანდარტი, ინსტრუქტორის საფრენოსნო გამოცდილების მოთხოვნები, ასევე კრიტერიუმები ინსტრუქტორთა სწავლებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და პედაგოგიური რესურსის მიმართ.

განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ინსტრუქტორთა მომზადება და გადამზადება დასაშვებია მხოლოდ სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში. ინსტრუქტორები კი, თავის მხრივ დამოუკიდებლად ახდენენ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდით ფრენის სურვილის მქონე პილოტ-კურსანტების სწავლებასა და მომზადებას. ცვლილება ხელს უწყობს ცოდნის სტანდარტიზაციას, რაც პირდაპირ აისახება ფრენების უსაფრთხოებაზე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს