ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

ვეტერინარული სასტუმროები იდენტიფიცირებულ და რეგისტრირებულ ძაღლებს მოემსახურებიან

ვეტერინარული სასტუმროები იდენტიფიცირებულ და რეგისტრირებულ ძაღლებს მოემსახურებიან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში გრძელდება შეხვედრები ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელ ბიზნესოპერატორებთან. სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში გრძელდება შეხვედრები ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელ ბიზნესოპერატორებთან. სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგ…

ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში გრძელდება შეხვედრები ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელ ბიზნესოპერატორებთან.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი იაკობაშვილმა და სააგენტოს ვეტერინარებმა, ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტების - სასტუმროების წარმომადგენლებს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები გააცნეს. შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც სასტუმროები უნდა აკმაყოფილებდნენ როგორც სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, ისე ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ყველა არსებული პრინციპის დაცვის კუთხით.

ლაშა ავალიანმა ხაზი გაუსვა ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მნიშვნელობას. მისი განცხადებით, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულმა ობიექტებმა შესაბამისი მოთხოვნები დაიცვან.

მათ შორის, ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) და ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტებმა (სასტუმრო) შინაური ბინადარი ცხოველის მიღებისთანავე მონაცემთა ერთიან ბაზაში უნდა გადაამოწმონ მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს ხელს შეუწყობს დაავადებების გავრცელების რისკის მინიმუმამდე შემცირებას და დაიცავს როგორც ადამიანის ჯანმრთელობას, ისე საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი, ვეტერინარული კონტროლის დეპარტამენტისა და ვეტერინარული სასტუმროებისა და კლინიკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს