პავლე მაჭარაშვილი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურებს შეხვდა

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- მანდატურის სამსახურის უფროსი პავლე მაჭარაშვილი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურებს შეხვდა. პავლე მაჭარაშვილმა მანდატურებს მადლობა გადაუხადა ყოველდღიური საქმიანობ…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
მანდატურის სამსახურის უფროსი პავლე მაჭარაშვილი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურებს შეხვდა. პავლე მაჭარაშვილმა მანდატურებს მადლობა გადაუხადა ყოველდღიური საქმიანობ…
მანდატურის სამსახურის უფროსი პავლე მაჭარაშვილი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურებს შეხვდა.
პავლე მაჭარაშვილმა მანდატურებს მადლობა გადაუხადა ყოველდღიური საქმიანობისა და უსაფრთხო, მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
მანდატურის სამსახურის უფროსმა ისაუბრა პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე, სკოლებში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვასა და მანდატურების პროფესიული განვითარების მხარდაჭერაზე.
შეხვედრაზე განიხილეს სამსახურის პრიორიტეტები და სამომავლო ინიციატივები, რომლებიც მანდატურის სამსახურის საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიან განხორციელებას შეუწყობს ხელს.