ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ჭადრაკის ტურნირი „საქართველოს პარლამენტის თასი ჭადრაკში 2026“ გაიმართა

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ჭადრაკის ტურნირი „საქართველოს პარლამენტის თასი ჭადრაკში 2026“ გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის აპარატის ეგიდითა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ჭადრაკის ტურნირი „საქართველოს პარლამენტის თასი ჭადრაკში 2026“ გაიმართა. ტურნირის დასრულები…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის აპარატის ეგიდითა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ჭადრაკის ტურნირი „საქართველოს პარლამენტის თასი ჭადრაკში 2026“ გაიმართა. ტურნირის დასრულები…

საქართველოს პარლამენტის აპარატის ეგიდითა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ჭადრაკის ტურნირი „საქართველოს პარლამენტის თასი ჭადრაკში 2026“ გაიმართა.

ტურნირის დასრულების შემდეგ გამარჯვებულები პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დააჯილდოვა.

პირველი ადგილის მფლობელს მან მედალი, სიგელი და სპეციალური ჯილდო გადასცა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი გიორგაძემ გამარჯვებული ფედერაციის მიერ დაწესებული პრიზით დააჯილდოვა.

ასევე, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტურნირების ორგანიზება ტრადიციად იქცევა და მომავალშიც გაგრძელდება.

ჭადრაკის ტურნირი საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

ინიციატივა მიზნად ისახავს თანამშრომლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტული კულტურის განვითარებასა და გუნდური სულისკვეთების გაძლიერებას.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს