ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

საკრებულოს წევრები შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ ახალი სპეციალიზებული საავტომობილო პარკის პრეზენტაციას დაესწრნენ

საკრებულოს წევრები შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ ახალი სპეციალიზებული საავტომობილო პარკის პრეზენტაციას დაესწრნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის გამწვანებული სივრცეების მოვლა-პატრონობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ სპეციალიზებული საავტომობილო პარკი განახლდა - კომპანიამ 40-მდე ერთეული სატრანსპორტო საშუალება და სპეციალიზე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის გამწვანებული სივრცეების მოვლა-პატრონობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ სპეციალიზებული საავტომობილო პარკი განახლდა - კომპანიამ 40-მდე ერთეული სატრანსპორტო საშუალება და სპეციალიზე…

თბილისის გამწვანებული სივრცეების მოვლა-პატრონობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ სპეციალიზებული საავტომობილო პარკი განახლდა - კომპანიამ 40-მდე ერთეული სატრანსპორტო საშუალება და სპეციალიზებული ტექნიკა შეიძინა, რაც სამუშაოების ეფექტიანობას, ოპერატიულობასა და მასშტაბებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ახალი სპეციალიზებული საავტომობილო პარკის სატრანსპორტო საშუალებები და სპეციალიზებული ტექნიკა საზოგადოებას დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წარუდგინა.

პრეზენტაციას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაესწრო.

ღონისძიებას ასევე დედაქალაქის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, მერიისა და „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

კომპანიის მიერ შეძენილია სტანდარტული და ორმაგკაბინიანი თვითმცლელები, მიკროავტობუსები, ბორტიანი სატვირთო ავტომობილები სპეციალური შესაწამლი აგრეგატებით და შესაბამისი ხელსაწყოებით აღჭურვილი ფურგონები - ე.წ. მოძრავი სახელოსნოები. გარდა ამისა, შეძენილია ბალახის მთესველი აგრეგატი, ხის გადამრგველი სპეციალური ტექნიკა და სხვადასხვა ტიპის სამებაღეო მექანიზმები.

განახლებული ავტოპარკი და თანამედროვე ტექნიკა „ეკოსერვის ჯგუფს“ საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო ეფექტიანად განახორციელოს მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობის სამუშაოები, გაზარდოს ოპერატიულობა და ქალაქის გამწვანების მიმართულებით თანამედროვე მიდგომები დანერგოს.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს