ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 11

პაატა სალიამ მესტიის იუსტიციის სახლი დაათვალიერა

პაატა სალიამ მესტიის იუსტიციის სახლი დაათვალიერა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად მესტიის იუსტიციის სახლი დაათვალიერა. მინისტრი ფილიალის თანამშრომლებს შეხვდა, გაეცნო მოქალაქე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად მესტიის იუსტიციის სახლი დაათვალიერა. მინისტრი ფილიალის თანამშრომლებს შეხვდა, გაეცნო მოქალაქე…

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად მესტიის იუსტიციის სახლი დაათვალიერა.

მინისტრი ფილიალის თანამშრომლებს შეხვდა, გაეცნო მოქალაქეთა მომსახურების პროცესს, ადგილზე განიხილა მიმდინარე პროექტები და მათთან ერთად სამომავლო გეგმებსა და განვითარების პრიორიტეტებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი, სწრაფი და ხარისხიანი სერვისების უზრუნველყოფას, მომსახურების სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და რეგიონებში იუსტიციის სახლის სერვისების განვითარებას. ამასთან, აღინიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, თანამედროვე სახელმწიფო სერვისები თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ქვეყნის ყველა რეგიონში მცხოვრები მოქალაქისთვის.

პაატა სალიამ მესტიის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა პროფესიონალიზმისა და ყოველდღიური საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ იუსტიციის სახლი სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ინოვაციური და მოქალაქეზე ორიენტირებული პროექტია, რომლის განვითარებაც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს