ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 3

თბილისის მერმა დედაქალაქის გუნდს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვება მიულოცა: სპორტსმენის გზა სავსეა გამოწვევებით, ამიტომ, არ შეუშინდეთ მათ. უფრო მეტი შრომისმოყვარეობით და დისციპლინით შეძლებთ, მიაღწიოთ დასახულ მიზნებს

თბილისის მერმა დედაქალაქის გუნდს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვება მიულოცა: სპორტსმენის გზა სავსეა გამოწვევებით, ამიტომ, არ შეუშინდეთ მათ. უფრო მეტი შრომისმოყვარეობით და დისციპლინით შეძლებთ, მიაღწიოთ დასახულ მიზნებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან ერთად დედაქალაქის გუნდს შეხვდა, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გაიმარჯვა. გამარჯვებული ქალაქისთვის განკუთვნილი თასი ოლიმპიური…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან ერთად დედაქალაქის გუნდს შეხვდა, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გაიმარჯვა. გამარჯვებული ქალაქისთვის განკუთვნილი თასი ოლიმპიური…

თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან ერთად დედაქალაქის გუნდს შეხვდა, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გაიმარჯვა.

გამარჯვებული ქალაქისთვის განკუთვნილი თასი ოლიმპიური კომიტეტისგან სიმბოლურად დედაქალაქის მერმა ჩაიბარა, მომავალში კი იგი თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდება.

დედაქალაქის მერმა გამარჯვებული გუნდის წევრებს სიტყვით მიმართა და მიღწეული წარმატება მიულოცა.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ამდენი ახალგაზრდა მონაწილეობს სპორტულ შეჯიბრებში. ოლიმპიურ ფესტივალზე გამარჯვებული გახდა თბილისის გუნდი, რაც ძალიან სასიხარულოა. გულწრფელად მინდა, მოგილოცოთ ეს წარმატება, რადგან სპეციალური თასის მოპოვება თქვენი დამსახურებაა. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი მნიშვნელოოვანი პროექტი განვახორციელეთ იმისთვის, რომ ხელი შეგვეწყო სპორტის ყველა სახეობის განვითრებისთვის. დღეს ვიმყოფებით სამგორის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში, რომელიც ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო მომავალ თაობაზე. გარდა ამისა, გვაქვს პროგრამა, რომლითაც ხელს ვუწყობთ 60+ ადამიანებს, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და ისარგებლონ ყველა იმ სპორტული ინფრასტრუქტურით, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სპორტის სხვადასხვა სახეობაში ბევრი ახალგაზრდაა ჩართული და მუნიციპალიტეტი მათ ხელშემწყობ პროექტებს მომავალშიც აქტიურად განახორციელებს.

„მიხარია, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობაში ბევრი ახალგაზრდაა ჩართული. ბევრი თქვენგანი ფიქრობს პროფესიონალურ სპორტზე. მინდა, ამ ყველაფერში წარმატებები გისურვოთ. ვიცი, როგორია სპორტსმენის გზა, რომელიც სავსეა გამოწვევებით, თუმცა ყველა გადალახული სირთულის დროს უფრო ვძლიერდებით. ასეა ყველაფერში. ამიტომ, არ შეუშინდეთ მათ. პირიქით, უფრო მეტი ენთუზიაზმით, ენერგიით, შრომისმოყვარეობით და, რაც მთავარია დისციპლინით, შეძლებთ, მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მასშტაბური სპორტული პროექტი წელს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით პირველად განხორციელდა, რომელშიც თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, თბილისის გუნდიც მონაწილეობდა.

შეჯიბრები გაიმართა სპორტის 17 სახეობაში და მასში მონაწილეობა მიიღო 1 200-მა სპორტსმენმა მთელი საქართველოს მასშტაბით. ფესტივალში თითქმის ყველა სახეობაში აბსოლუტური უპირატესობით წარმოჩინდა დედაქალაქის გუნდი და სპეციალური თასი მოიპოვა.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, მუნიციპალიტეტის მერიის, სპორტის სამინისტროს, საკრებულოსა და პარლამენტის წარმომადგენლები, ასევე მწვრთნელები, ფესტივალის ორგანიზატორები და მონაწილეები ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს