ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 11

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები ქედასა და შუახევში ინკლუზიური განათლების და შშმ პირთა დღის ცენტრებს ესტუმრნენ

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები ქედასა და შუახევში ინკლუზიური განათლების და შშმ პირთა დღის ცენტრებს ესტუმრნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, პარლამენტის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ზემო აჭარაში, შუახევის შშმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, პარლამენტის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ზემო აჭარაში, შუახევის შშმ…

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, პარლამენტის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ზემო აჭარაში, შუახევის შშმ პირთა დღის ცენტრს და ქედის ინკლუზიური განათლების ცენტრს ეწვივნენ.

პარლამენტის წევრები ცენტრების საქმიანობას და სპეციალური პროგრამების მიმდინარეობას გაეცნენ.

„ქედის ინკლუზიური განათლების ცენტრი განსაკუთრებული მოდელია, რომელიც საჯარო სკოლაშია ინტეგრირებული. ის არა მხოლოდ კონკრეტული სკოლის ბენეფიციარებს ემსახურება, არამედ სრულად მოიცავს მთელ მუნიციპალიტეტს. ცენტრის საქმიანობის განსაკუთრებულობა იმაშიც გამოიხატება, რომ ფსიქო-ემოციური სტრესის მართვისთვის არტ თერაპიული მიდგომები გამოიყენება, რომელიც ცენტრის ბენეფიციარების განვითარებას უწყობს ხელს. გამოწვევებზე საუბრისას აღინიშნა, რომ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას პროფესიული კადრების დეფიციტი წარმოადგენს. ეს შეეხება როგორც ფსიქოლოგებს, ასევე ოკუპაციურ თერაპევტებს. აღნიშნული მოცემულობა გვაჩვენებს თუ როგორ უნდა მოხდეს შემდგომში განათლების სფეროში კვოტირებების ფორმირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაკალავრიატის და პროფესიული განვითარების მიმართულებს ეს სფეროები დაემატოს“ , - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მისი თქმით, ასევე აღსანიშნავია შუახევის დღის ცენტრის ინტეგრირების მოდელი, სადაც ტიპიური და ატიპიური განვითარების ბავშვების ერთობლივი ინიციატივები მუშავდება.

ინკლუზიური განათლების და შშმ პირთა დღის ცენტრში სტუმრობისას პარლამენტის წევრებმა ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნახატები, თექის და გობელენის ნამუშევრები დაათვალიერეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს