ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით, საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია

კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით, საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, მარეგულირებელი მმართველობის (Regulatory Governance) რეიტინგს აქვეყნებს . წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, მარეგულირებელი მმართველობის ინდიკატორი განიმა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, მარეგულირებელი მმართველობის (Regulatory Governance) რეიტინგს აქვეყნებს . წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, მარეგულირებელი მმართველობის ინდიკატორი განიმა…

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, მარეგულირებელი მმართველობის (Regulatory Governance) რეიტინგს აქვეყნებს.

წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, მარეგულირებელი მმართველობის ინდიკატორი განიმარტება, როგორც "მთავრობის უნარი, შეიმუშაოს და განახორციელოს გონივრული პოლიტიკა და რეგულაციები, რომლებიც საშუალებას მისცემს და ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას".

კვლევა წარმოებულია მსოფლიოს ბანკის პროექტის "გლობალური მმართველობოს ინდიკატორების" მიერ.

კერძო სექტორის მხარდამჭერი მმართველობით, საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო, მსოფლიოში 31-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და NATO-ს წევრ 17 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ხორვატია, საბერძნეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, თურქეთი.

მსოფლიო ბანკის ამ გლობალური კვლევის ფარგლებში, საქართველო შეაფასა შვიდმა საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ და პროექტმა. ესენია: გერმანული ორგანიზაცია ბეტსელმანის ტრანსფორმაციის ინდექსი, ბრიტანული ორგანიზაცია "იკონომისტ ინტელიჯენს იუნითი", ამერიკული ორგანიზაცია "ჰერითიჯ ფაუინდეიშენის" ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია "სტანდარტ ენდ ფუარსი", მსოფლიო ბანკის მეწარმეთა გამოკითხვის პროექტი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკითხვის ანგარიში და ამერიკული ორგანიზაცია "მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი".

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს