ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 4

სამხედრო პოლიცია 21 წლისაა

სამხედრო პოლიცია 21 წლისაა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიცია 21 წლის იუბილეს აღნიშნავს- ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს უწყების ცნობით, ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის სამწყობრო მოედანზე ჩატარდა. "პროფესიუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიცია 21 წლის იუბილეს აღნიშნავს- ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს უწყების ცნობით, ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის სამწყობრო მოედანზე ჩატარდა. "პროფესიუ…

თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიცია 21 წლის იუბილეს აღნიშნავს- ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს

უწყების ცნობით, ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის სამწყობრო მოედანზე ჩატარდა.

"პროფესიული დღე პირად შემადგენლობას, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა სამხედრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა შალვა შენგელიამ.

მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის ძალებში სამხედრო პოლიციის მნიშვნელოვან ფუნქციაზე გაამახვილა ყურადღება და სამხედრო პოლიციელებს წარმატებები უსურვა.

იუბილესთან დაკავშირებით, სამხედრო პოლიციელები უწყებრივი მედლებით - „სამშობლოსათვის თავდადებული”, „გენერალი კვინიტაძე“, „გიორგი ანწუხელიძე“, საშტატო იარაღითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, როგორც სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფი წარმატებით უზრუნველყოფს დისციპლინას თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. განხორციელებული რეფორმებისა და მოდერნიზაციის შედეგად, სამხედრო პოლიცია სამანევრო ქვედანაყოფებს საბრძოლო ამოცანის შესრულებაში უჭერს მხარს. ქვედანაყოფი აქტიურად მონაწილეობს ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის სწავლებებში."-აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს