ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 11

მიხეილ სარჯველაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის ს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის ს…

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძემ, ზურაბ პატარაძესა და ნინო ნიჟარაძესთან ერთად, აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც რეგიონის მოსახლეობისთვის, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. მათ შორის იყო ბათუმში თანამედროვე სტანდარტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობის მშენებლობის საკითხი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტის განხორციელებით შეიქმნება თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, მძლავრი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება, ამასთანავე, გაუმჯობესდება სამედიცინო პერსონალისთვის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობა.

მხარეებმა ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ახალი პედიატრიული განყოფილების მშენებლობაზეც ისაუბრეს, რომელიც უკვე დასასრულს უახლოვდება და რეგიონში პედიატრიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა და ადგილზე პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება სამინისტროსთვის პრიორიტეტული საკითხია. მინისტრის განცხადებით, ეს რეგიონში მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის, რაც პირდაპირ აისახება პაციენტთა კეთილდღეობაზე.

შეხვედრაზე განიხილეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სხვა პროგრამებიც, ასევე მათი გაფართოების პერსპექტივები. მხარეებმა ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს შორის კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს