ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 5

ბაია კვიციანი თბილისის 103-ე და 147-ე საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია

ბაია კვიციანი თბილისის 103-ე და 147-ე საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი თბილისის 103-ე და 147-ე საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია, სადაც გამოცდების პირველი და მეორე სესიის მიმდინარეობას გაეც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი თბილისის 103-ე და 147-ე საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია, სადაც გამოცდების პირველი და მეორე სესიის მიმდინარეობას გაეც…

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი თბილისის 103-ე და 147-ე საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია, სადაც გამოცდების პირველი და მეორე სესიის მიმდინარეობას გაეცნო.

მინისტრის მოადგილემ საგამოცდო სივრცეები დაათვალიერა და აბიტურიენტებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს წარმატებები უსურვა.

საგამოცდო ცენტრებში ბაია კვიციანთან ერთად იმყოფებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ქეთევან მოწონელიძე.

2026 წლის გამოცდებისათვის სულ 83 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, 23-24 ივლისს კი მაგისტრანტობის კანდიდატები სამაგისტრო გამოცდას ჩააბარებენ. 29 ივლისს გაიმართება მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა ბოლო გამოცდა და 2026 წლის საგამოცდო პროცესი დასრულდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს