ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 9

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლევან ალექსიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლევან ალექსიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღვაწლმოსილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, დიპლომატისა და საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის დამფუძნებლის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღვაწლმოსილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, დიპლომატისა და საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის დამფუძნებლის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძი…

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღვაწლმოსილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, დიპლომატისა და საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის დამფუძნებლის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

„ლევან ალექსიძე მთელი თავისი ბიოგრაფიით ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი უნივერსიტეტისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის. იგი იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებლობამოპოვებული საქართველო გააცნო საერთაშორისო საზოგადოებას.“ - აღნიშნა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ ხაზი გაუსვა ალექსიძის როლს საერთაშორისო სამართლის სკოლის ჩამოყალიბებაში: „მისი ინიციატივით დაიწყო საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ფორმირება მაშინ, როცა ქვეყანა ჯერ კიდევ პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამდა.“

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ მომზადებული პუბლიკაცია, რომელიც მოიცავს ლევან ალექსიძის სიცოცხლის ბოლო წლებში მიცემულ ინტერვიუებს.

ღონისძიებაზე ლევან ალექსიძის სახელობის სტიპენდია გადაეცა თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის პროგრამის წარჩინებულ სტუდენტს თეკლა ზაქარაძეს. სტიპენდია იურიდიული ფაკულტეტის ინიციატივითა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის სპონსორობით დაწესდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ და თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირინე ქურდაძემ, ისაუბრეს ალექსიძის სამეცნიერო და სახელმწიფოებრივ ღვაწლზე, მის მიერ შექმნილ ნაშრომებზე და იმ დიდ როლზე, რომელიც მან საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენაში ითამაშა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თსუ პროფესორები და სტუდენტები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, განათლების, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ასევე თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმომადგენლები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს